მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე
“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE24 ოქტომბერი, 2026, 05:00|bm.ge

რუსეთის მორიგი გადაწყვეტილება ნაწილობრივი ემბარგოს შემდეგ - "როსელხოზნადზორი" 2 ქართულ საწარმოს უფლებას აძლევს პროდუქცია რუსულ ბაზარზე გაყიდოს. როგორც რუსული ოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, გასული 2 დღის განმავლობაში "როსელხოზნადზორის" დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა რეგიონულ სემინარში მონაწილეობის მიზნით, სადაც ქართულ მხარეს, კერძოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც შეხვდნენ.

განხილულ იყო თუ არა ამ შეხვედრაზე ქართული სასმელების ნაწილზე ცოტა ხნის წინ დაწესებული ემბარგოს საკითხი უცნობია. "როსელხოზნადზორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან, ქართულ რძის გადამმუშავებელ 2 საწარმოს რუსეთის ბაზარზე წვდომა ექნება.

გარდა ამისა, რუსეთი მზადაა შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების 6 ქართული მწარმოებელი, რომელთაც რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სურთ. თავის მხრივ სურსათის ეროვნული სააგენტო გვეუბნება, რომ რომელ კომპანიებს ეხსნებათ რუსული ბაზარი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კომპანიებისთვის რუსული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს არც რძის მწარმოებელთა ასოციაცია.

ასოციაციის ხელმძღვანელის, კახა კონიაშვილის შეფასებით, რუსულ ბაზარზე ქართული კომპანიების დაშვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყნიდან რძის პროდუქციის მასშტაბური ექსპორტი დაიწყება.

“ამ საკითხზე ინფორმაცია მედიასაშუალებების მეშვეობით შევიტყვე. ასე კონკრეტულად არ ვიცი, რომელ საწარმოებზეა საუბარი, თუმცა არაფერია გასაკვირი.

ეს დაშვება ცალსახად არ ნიშნავს, რომ ეს კომპანიები ხვალვე განახორციელებენ რძის პროდუქტების ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ, რომ ადგილობრივი ბაზარია ასათვისებელი. ნედლეული ჩვენთანაც ისედაც დეფიციტურია და არ მგონია, რომ ახლა პროდუქციის ექსპორტია ძალიან მნიშვნელოვანი.

მოგეხსენებათ, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, ბევრისთვის იმ თვალსაზრისით, რომ დიდია ბაზარი, მიმზიდველი შეიძლება იყოს, თუმცა ის რისკები, რომელიც რუსეთში ექსპორტს თან ახლავს, ესეც გასათვალისწინებელია. თუ რომელიმე კომპანიამ დაშვება მიიღო რუსეთის ბაზარზე ეს ცუდი არაფრით არ არის, მაგრამ რამდენად მოხდება რძის პროდუქტების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, ეს ცოტა მეეჭვება”,-აცხადებს კახა კონიაშვილი.

რუსული მხარის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ქართული პროდუქციის ნაწილზე ემბარგოს დაწესება. როსელხოზნადზორმა 7 ქართული კომპანიის სასმლის რუსულ ბაზარზე ექსპორტი რამდენიმე კვირის წინ გაურკვეველი ვადით აკრძალა. რუსული სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილება შეეხო რამდენიმე ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელს, ასევე საქართველოში წარმოებულ კოკა-კოლას და წყალ ნაბეღლავს. 2006 წლის ემბარგოს შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე ემბარგოა, რაც სპეციალისტების შეფასებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ ბაზარზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ რისკებს.

საქართველოდან ალკოჰოლური სასმლის, ტკბილი და მინერალური წყლების ექსპორტის თითქმის ნახევარი კი სწორედ რუსეთზე მოდის. 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო რუსეთში გაყიდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია. ლიმონათის შემთხვევაში რუსეთზე ექსპორტის 42,4% მოდის, მინერალური წყლების შემთხვევაში კი რუსეთზე დამოკიდებულება 84,1%-ია. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, საქართველო რუსეთში ჯამური ექსპორტის 49.4%-ს ყიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

BM.GE