
2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერი მოხარულია, რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე დადებითაც ისახება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის პრემიერმა აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, რომელიც 2020 წლის შემდეგ სამჯერ 21,3%-დან 7,1%-მდეა შემცირებული.
„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 2020 წლის შემდეგ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს და ჩვენი ამოცანაა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა. არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ 2031-2032 წლებისთვის, ეს არის ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge