მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2024 წელთან შედარებით სავალუტო რეზერვები გაორმაგებულია | ნათია თურნავა
2024 წელთან შედარებით სავალუტო რეზერვები გაორმაგებულია | ნათია თურნავა

2024 წელთან შედარებით სავალუტო რეზერვები გაორმაგებულია | ნათია თურნავა

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 16:24|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემო სებ-მა გამოიყენა იმისთვის, რათა სავალუტო რეზერვები აქტიურად შეესყიდა, რის შედეგადაც 2024 წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა ფაქტობრივად გაორმაგებულია. რეზერვების დაგროვების შესახებ ნათია თურნავამ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ხელსაყრელმა მაკროეკონომიკურმა გარემომ და კაპიტალის ძლიერმა შემოდინებამ მოგვცა შესაძლებლობა ეროვნულ ბანკს, რომ ბოლო წლებში გაგვეორმაგებინა ჩვენი საერთაშორისო რეზერვები. მართლაც, აბსოლუტურ გამოხატულებაში 2024 წელს თუ შევადარებთ, რეზერვები არის გაორმაგებული, მიაღწია ისტორიულად მაღალ დონეს - 8,14 მილიარდ დოლარს, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის არის მართლაც დიდი მიღწევა. და უფრო მეტიც, თავისი სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით და ადეკვატურობის დონეს ჩვენ პირველად გადავაჭარბეთ 128%-ს რეზერვების ადეკვატურობის თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს ჩვენს მდგრადობას გარე შოკების მიმართ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დაგროვება 2025 წელს დაიწყო და ის განსაკუთრებით 2026 წელს გაააქტიურა, სულ მიმდინარე წლის განმავლობაში სებ-მა 3.4 მილიარდი დოლარი შეისყიდა (იანვარ-სექტემბერში).

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი.

სავარაუდოდ სებ-ი რეზერვების დაგროვებას მიმდინარე თვის განმავლობაშიც აგრძელებდა, აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. სხვადასხვა პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე სავალუტო რეზერვებმა შესაძლოა $9 მილიარდსაც მიაღწიოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მეტი სიფრთხილით ვუყურებთ..." - საბანკო ასოციაცია ციფრულ ლარზე

"მეტი სიფრთხილით ვუყურებთ..." - საბანკო ასოციაცია ციფრულ ლარზე

BM.GE

სახელმწიფო საწარმოებში მოგების განაწილების პროცესი ჭიანურდება, ფისკალური რისკები კი ანგარიშგებაში სრულად არ აისახება - აუდიტი

სახელმწიფო საწარმოებში მოგების განაწილების პროცესი ჭიანურდება, ფისკალური რისკები კი ანგარიშგებაში სრულად არ აისახება - აუდიტი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე" - თამარ იოსელიანი TRACECA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

"ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე" - თამარ იოსელიანი TRACECA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

BM.GE