მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მეტი სიფრთხილით ვუყურებთ..." - საბანკო ასოციაცია ციფრულ ლარზე
"მეტი სიფრთხილით ვუყურებთ..." - საბანკო ასოციაცია ციფრულ ლარზე

"მეტი სიფრთხილით ვუყურებთ..." - საბანკო ასოციაცია ციფრულ ლარზე

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 17:15|bm.ge

"ჯერჯერობით ვაფასებთ ამ საკითხს და სიმართლე გითხრათ, ცოტა უფრო მეტი სიფრთხილით ვუყურებთ", - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტებთან BMG-ის მიერ ციფრულ ლარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ციფრული ლარის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარის სრულმასშტაბიან გამოშვება უახლოეს წლებში არ იგეგმება. ამ ფონზე, BMG დაინტერესდა როგორია ასოციაციის პოზიცია.

"ჯერჯერობით საკმაოდ ფრთხილად ვუყურებთ ამას, რადგან საკმაოდ მკაცრი რეგულაციები შემოდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური მსჯელობა. როგორც იცით, CBDC ევროსთან მიმართებითაც ინერგება. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მაღალია რისკი ლიკვიდობის მართვასთან დაკავშირებით. აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რა ლიმიტები დადგინდება ფიზიკური პირებისთვის და კომპანიებისთვის ციფრულ ლარში აღნიშნული ვალუტის შენახვის ნაწილში, რადგან მხოლოდ კიბერსაფრთხეებზე არ არის საუბარი. აქ რეალურად არის საუბარი ალტერნატიული, ანუ ციფრული ლარის გაჩენაზე, რომელიც მთლიანად ლარის მასის კონტროლთან არის პირდაპირ კავშირში", - ამბობს ძნელაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

საქართველოს ქულა კანონის უზენაესობის ინდექსში გაუარესდა - WJP

BM.GE

ციფრული ლარი საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის - Bybit-ის დირექტორი

ციფრული ლარი საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და დანაზოგის შესაძლებლობას გაზრდის - Bybit-ის დირექტორი

BM.GE

DGFI 2026 – ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია Wolt-ის პარტნიორობით

DGFI 2026 – ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია Wolt-ის პარტნიორობით

BM.GE

"ზედამხედველობის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება" - რატომ განიხილება მინისტრის მოადგილეებზე ცვლილებები დაჩქარებულად?

"ზედამხედველობის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება" - რატომ განიხილება მინისტრის მოადგილეებზე ცვლილებები დაჩქარებულად?

BM.GE