მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა|ანგარიში
2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა|ანგარიში

2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა|ანგარიში

BM.GE14 მაისი, 2026, 13:39|bm.ge

2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ბიოლოგიური რესურსების მონიტორინგისა და კვლევის შედეგად სარეწაო სახეობების შესახებ დეტალური ბიოლოგიური და რაოდენობრივი მონაცემები მიიღეს და მონაცემთა ბაზა მოამზადეს, რომელიც გამოყენებული იქნა თევზის რესურსების მარაგების მდგომარეობის შეფასებისა და პროგნოზირებისთვის 2025-2026 წწ სარეწაო სეზონისთვის.

„მომზადდა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს 2025-2026 წლებისთვის სარეწაო სეზონის სამრეწველო თევზჭერის კვოტების ანგარიში. აღნიშნული სარეწაო სეზონისთვის ჭერილის დასაშვები ოდენობა განისაზღვრა შვიდ სარეწაო ობიექტზე (ქაფშია, სტავრიდა, ხონთქარა, მერლანგი, პელამიდა, კამბალა და რაპანა), მათ შორის ძირითადი სარეწაო რესურსის - შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელ კვოტამ შეადგინა 65 000 ტონა“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ანგარიშში შავი ზღვის ბიოლოგიური რესურსების მონიტორინგის ნაწილში. ცნობისთვის, წინა სარეწაო სეზონზეც შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონა იყო.

მათი ცნობით, სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს საზღვაო სივრცეში ძირითადი სარეწაო თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების რესურსების შეფასებას და სარეწაო პროგნოზირებას.

„2025 წელს სააგენტომ განახორციელა 21 საზღვაო ექსპედიცია სააგენტოს მიერ დაქირავებული თევზსაჭერი სეინერით. ფსკერული სარეწაო სახეობების (ხონთქარა, მერლანგი, კამბალა) შესწავლის მიზნით ჩატარდა დემერსალური კვლევები გაზაფხულის და შემოდგომის სეზონებზე სტანდარტიზებული დემერსალური (ფსკერული) ტრალის გამოყენებით, iBotS-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ და ადაპტირებულია შავი ზღვისთვის.

პელაგიური სარეწაო თევზის რესურსის შესაფასებლად შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში 2025 წელს ჩატარდა სამი ჰიდროაკუსტიკური გადაღება, პორტატული სამეცნიერო ექოსაუნდერის BioSonics-ის და ტრალის პოზიციონირებისა და მონიტორინგის სრული უსადენო სისტემის (Notus) გამოყენებით. მიღებული აკუსტიკური მონაცემები დამუშავდა ლიცენზირებული პროგრამა EchoView-ის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის შედეგების მიღებას და ანალიზს. კვლევები მოიცავდა პელაგიური სახეობების - ქაფშიას, სტავრიდას, ქარსალას შესწავლას“, - წერია ანგარიშში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წლის ბოლომდე ჩარიცხულებს გრანტების გაუმჯობესება კვლავ შეეძლებათ - პარლამენტმა კანონი დაჩქარებულად დაამტკიცა

2025 წლის ბოლომდე ჩარიცხულებს გრანტების გაუმჯობესება კვლავ შეეძლებათ - პარლამენტმა კანონი დაჩქარებულად დაამტკიცა

BM.GE

ირანი აშშ-ის მხრიდან ახალი შეტევისთვის ემზადება

ირანი აშშ-ის მხრიდან ახალი შეტევისთვის ემზადება

BM.GE

აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

BM.GE

"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

BM.GE