მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ის ევრობიუროკრატები, რომლებიც 2024 არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს გაშავების კამპანია, ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია - ლევან მაჭავარიანი
ის ევრობიუროკრატები, რომლებიც 2024 არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს გაშავების კამპანია, ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია - ლევან მაჭავარიანი

რუსთავი 226 ოქტომბერი, 2026, 23:56|rustavi2.ge

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში "დებატები" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და საერთაშორისო შეფასებებზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ფიზიკურად აღარ არსებობს.

მაჭავარიანის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტული, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი, ხოლო ცესკოს ადმინისტრირება კი მაღალი დონის. მისივე თქმით, როდესაც ევრობიუროკრატებმა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, ეუთო/ოდირის დისკრედიტაცია დაიწყეს, რომელიც შემდგომ ქართული ოცნების" დასაცავი გახდა.

"როდესაც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში რა ეწერა? - საბოლოო ანგარიშში წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია. ცესკომ არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე მოახდინა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და აქედან გამომდინარე, დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია. ჩვენი დასაცავი გახდა [ეუთო/ოდირი]. რომ არ მოეწონათ ეუთო/ოდირი დასკვნა, ანგარიშის შეცვლის მცდელობა ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას და, ასევე, ევროპარლამენტის დელეგაციას. ეს რაც შეეხება ეუთო/ოდირის ანგარიშს.

ახლა შეგახსენებთ, როგორი სისტემით ჩატარდა ის არჩევნები. უპრეცედენტო რაღაც მოხდა და მთლიანად ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ყველა ოპოზიციური, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აბსოლუტურად ყველა პარტია თავიანთ ლიდერებთან ერთად საუბრობდნენ მტკიცებით ფორმაში, რომ ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი. ცესკოს ძალისხმევით, ქართველი ხალხის ძალისხმევით, ასევე, ჩამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩაატარა ამ ელექტრონული სისტემის სამი ფაზა აუდიტის და გამორიცხა ხმების დუბლირება. და ის ბრალდება 400 000 ხმაზე და პირადობა ჩამორთმეულ ადამიანებზე, ეუთო/ოდირის იმ საბოლოო ანგარიშში არ მოხვედრილა. შესაბამისად, კითხვის ნიშანიც არ არსებობს ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

მინდა კიდევ შეგახსენოთ, პირდაპირ ეთერში წამოცდენები ბატონი გიორგი გახარიასი, ბატონი მამუკა ხაზარაძის და ქალბატონი ანა წითლიძის, რომლებმაც პირდაპირ ეთერში დაადასტურეს მიღებული იმ ხმების რაოდენობა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა. ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვა ფიზიკურად არ არსებობს," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანგარიში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • აუდიტის სამსახურმა "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" ანგარიში პროკურატურაში გააგზავნაBM.GE
  • გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევატვ პირველი
  • ISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერადფორმულა
  • სახ. დეპის ანგარიში ტრეფიკინგთან ბრძოლაზე – საქართველო პირველ კალათაში რჩებანეტგაზეთი
ანგარიში →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა

რუსთავი 2

მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა - ვახუშტი მენაბდე

მეც მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ადამიანის უფლებების დარღვევა იყო სისტემური და სისტემატური, იყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბევრი შემთხვევა - ვახუშტი მენაბდე

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

რუსთავი 2

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად