მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს 900-მდე ახალი თანამშრომელი დავიმატეთ... ვაკანსიები კიდევ გვაქვს - "აჭარა ტექსტილე"
2025 წელს 900-მდე ახალი თანამშრომელი დავიმატეთ... ვაკანსიები კიდევ გვაქვს - "აჭარა ტექსტილე"

2025 წელს 900-მდე ახალი თანამშრომელი დავიმატეთ... ვაკანსიები კიდევ გვაქვს - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE6 მაისი, 2026, 18:44|bm.ge

"2025 წელს დაახლოებით 800-900 თანამშრომელი დავიმატეთ", - ამის შესახებ “აჭარა ტექსტილეს” დირექტორმა გია ლომინაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად კომპანია 5000-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა კიდევ არის გამოცხადებული ვაკანსიები.

“კიდევ ვეძებთ მკერავებს. საგამომჭრელოშიც გვჭირდება დასაქმებულები. ვცდილობთ, რომ კიდევ გავზარდოთ საწარმო”, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კადრების დეფიციტის პრობლემა ისევ არის, რის გამოც ხელფასების ზრდაც მოუწიათ.

"ბოლო პერიოდში საქართველოში მუშა ხელის ხარჯი ძალიან გაიზარდა. შესაბამისად, ვცდილობთ რთული მოდელების შეკერვას, ანუ შედარებით უფრო ძვირად ღირებულის. ფაქტობრივად, უფრო რთულ მოდელებზე გადავდივართ, მარტივი მოდელები კი შეიკერება ეგვიპტეში, სადაც რამდენიმე თვეში ამოქმედდება ჩვენი კომპანიის საწარმო”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება უცხოელ დასაქმებულებს, „აჭარა ტექსტილეს“ დირექტორი ამბობს, რომ მათ კომპანიაში დასაქმებული უცხოელების წილი 2-3%-ია. 1 მარტიდან უცხოელების დასაქმების შესახებ ამოქმედებული რეგულაციის გამო, ლომინაძის თქმით, ახალ კადრებად უცხოელების აყვანისგან თავს შეიკავებენ, თუმცა ვინც უკვე ჰყავთ დასაქმებული, მათ კანონის მიხედვით დარეგისტრირებას ცდილობენ.

საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან იმისთვის, რომ უცხოელმა თანამშრომელმა კანონიერად იმუშაოს, საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი ჰქონდა აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

“ახალი კანონი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვეხება და ვცდილობთ, რომ მოვაგვაროთ, ყველა უცხოელი დასაქმებული ჩვენთან დავარეგისტრიროთ და დასაქმების ბაზრის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. რუსთავის საწარმოში ბევრი აზერბაიჯანელი მკერავი გვყავს და შესაბამისად, საჭიროა ამ პროცედურების გავლა", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "აჭარა ტექსტილეში" დასაქმებულთა ხელფასებმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 58.6 მილიონი ლარი შეადგინა.

"აჭარა ტექსტილეს" უკვე წლებია ისეთი გლობალური ბრენდების ტანსაცმელებს კერავს, როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა. სამკერვალო 2008 წელს თურქულმა სააქციო საზოგადოება “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთმა” დააფუძნა. "აჭარა ტექსტილეს" 2024 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და 258.3 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელი – 247.3 მილიონი ლარი).

საწარმოო ფაბრიკები განთავსებულია რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზახეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს 2027 წლისთვის შეწყვეტს

ყაზახეთი რუსული ელექტროენერგიის იმპორტს 2027 წლისთვის შეწყვეტს

BM.GE

სისხლის დონაციით მიღებული თანხა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა

სისხლის დონაციით მიღებული თანხა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა

BM.GE

მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

მედიამაგნატი და CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE

უკრაინა რუსეთის მიერ გამოცხადებულ „გამარჯვების დღის“ ზავს არ დაიცავს

უკრაინა რუსეთის მიერ გამოცხადებულ „გამარჯვების დღის“ ზავს არ დაიცავს

BM.GE