მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა
2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 03:55|bm.ge

2025 წელს შეერთებულ შტატებში შინამეურნეობების რეალური შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბის მაჩვენებელმა კი საგრძნობლად იკლო. აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, ოჯახების რეალური მედიანური შემოსავალი 2.6%-ით გაიზარდა და $87,460 შეადგინა. ამავე პერიოდში ოფიციალური სიღარიბის დონე თითქმის ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.2%-ს გაუტოლდა. არსებული მონაცემებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის სიღარიბის ზღვარმა გასულ წელს $32,970 შეადგინა.

როგორც ირკვევა, საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე დადებითი გავლენა შრომის ბაზრის გაჯანსაღებამ იქონია. ეს ტენდენცია ძირითადად ბავშვიან და შრომისუნარიანი ასაკის ოჯახებს შეეხო, პენსიონერებს შორის კი ვითარება უცვლელი დარჩა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას ახალი სტატისტიკა მოიწონა. ბესენტმა გამოქვეყნებულ ციფრებს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური ოპონენტებისთვის „არასასიამოვნო ფაქტები“ უწოდა.

ცნობისთვის, ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის მხოლოდ პირველ წელს ასახავს. ეს მონაცემები ირანთან ომის დაწყების შემდგომ ინფლაციურ ცვლილებებსა და ეკონომიკურ რყევებს არ მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

BM.GE

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

BM.GE

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE