მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორს - კომპანია "ციკლონს" $5.1 მილიონის ზარალი ჰქონდა
2025 წელს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორს - კომპანია "ციკლონს" $5.1 მილიონის ზარალი ჰქონდა

2025 წელს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორს - კომპანია "ციკლონს" $5.1 მილიონის ზარალი ჰქონდა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 13:00|bm.ge

საქართველოში Boeing-ის კონტრაქტორმა კომპანია "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებმა - ციკლონმა" ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რაც 2025 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს.

დოკუმენტის თანახმად, ქარხნის შემოსავალმა 12.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.4 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კომპანიის შემოსავლებს ხარჯები კვლავ აჭარბებს, რის გამოც 2025 წელს $5.1 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

კომპანია "ციკლონი" საქართველოს განვითარების ფონდის და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. ქარხანა 2018 წელს გაიხსნა და მან ნაწილების რეალიზაცია 2019 წელს დაიწყო. საწარმო Boeing 787-ისთვის და Boeing 737 Max-ისთვის ამზადებს კომპონენტებს და შესაბამისად, აღნიშნული მწარმოებლის შეკვეთების მოცულობაზე არის დამოკიდებული.

2025 წლის ბოლოსთვის, კომპანია კვლავ მაღალი ზომის დაგროვილი ზარალით ოპერირებს – 2025 წლის ბოლოს ის $79 მილიონს აღწევს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გახსნის შემდეგ "ციკლონი" ყოველწლიურად ზარალს განიცდის.

აუდიტორი „ბიდიო აუდიტი“ ფინანსურ ანგარიშგებაზე პირობით მოსაზრებას გამოთქვამს, მიზეზად კი ასახელებს სს „ციკლონის“ ძირითადი პარტნიორისა და აქციონერის – „Elbit Systems – Cyclone“-ის მიმართ არსებული ვალდებულებების დეტალებზე არასაკმარისი დადასტურების მიღებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აქციონერების მხარდაჭერაზე, მათ შორის ქართულ კომერციულ ბანკთან არსებული სესხის პირობების დარღვევის გამო. 2025 წელს აქციონერებმა სესხების გადავადებაზე გადაწყვეტილება ახლიდან მიიღეს – მათი დარჩენილი ნაწილის დაფარვა 2027 წლამდე გადაიდო.

კომპანიას აქვს 17.5 მილიონი დოლარის ვალი Elbit Systems Cyclone-ის მიმართ, 11.2 მილიონი დოლარის ვალი საქართველოს განვითარების ფონდის მიმართ და 4.5 მილიონი დოლარის ვალი ქართული კომერციული ბანკების მიმართ. როგორც ირკვევა, სახელმწიფო ფონდმა 2026 წლის 15 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება კომპანიას სესხის ვადა გაუზარდოს 5 წლიდან 10 წლამდე.

კომპანიის 66.66%-ის წილის მფლობელია საქართველოს განვითარების ფონდი, ხოლო 33.33% კი ისრაელის სამხედრო კორპორაცია Elbit-ს ეკუთვნის.

კომპანიამ 2025 წელს Boeing-ს 240 კომპოზიტური საავიაციო ნაწილი მიაწოდა. კომპანია 165 ადამიანს ასაქმებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

BM.GE

დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა | როგორია აშშ-ში ექსპორტი?

დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა | როგორია აშშ-ში ექსპორტი?

BM.GE

[გრანტების აკრძალვის კანონებმა] ბევრი რამ გააფუჭა, სანაცვლოდ რა მოიტანა - პასუხი არ მაქვს|ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან

[გრანტების აკრძალვის კანონებმა] ბევრი რამ გააფუჭა, სანაცვლოდ რა მოიტანა - პასუხი არ მაქვს|ინტერვიუ თენგიზ შერგელაშვილთან

BM.GE

სამივე მსხვილი ჰესის პროექტი სიცოცხლისუნარიანია | ენერგეტიკის განვითარების ფონდი

სამივე მსხვილი ჰესის პროექტი სიცოცხლისუნარიანია | ენერგეტიკის განვითარების ფონდი

BM.GE