მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე მთავრობამ ₾1.14 მილიარდი დახარჯა
2025 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე მთავრობამ ₾1.14 მილიარდი დახარჯა

2025 წელს გამარტივებულ შესყიდვებზე მთავრობამ ₾1.14 მილიარდი დახარჯა

BM.GE20 მაისი, 2026, 16:27|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ წელს მთავრობის და მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია არის წარმოდგენილი. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს გამარტივებულ შესყიდვებზე, ანუ ისეთ ხელშეკრულებებზე, რომლებიც ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად შედგა, ჯამში 1.14 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.8%-ით არის შემცირებული.

მთლიანობაში სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა 6.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, აქედან, 4,547,554,328 ლარის (71.25%) შესყიდვა განხორციელდა ღია ელექტრონული პროცედურების/ტენდერების საშუალებით, 718,988,460 ლარი (11.25%) ღია ელექტრონული კონსოლიდირებული (ცენტრალიზებული შესყიდვების) ტენდერებით, ხოლო 1,114,108,591 ლარი (17.5%) გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით განხორციელდა.

გამარტივებული შესყიდვები კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება - 652 მილიონი ლარი წარმოადგენდა ტიპიურ გამარტივებულ შესყიდვებს, 232 მილიონი ლარი იყო სასოფლო-სამეურნეო სექტორში პირდაპირი სუბსიდიები (მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა); 201 მილიონი ლარი იყო გამარტივებული შესყიდვები საქონლისა და მომსახურების შესაძენად; 29 მილიონი ლარი კი იყო გამარტივებული შესყიდვები სამშენებლო სამუშაოების შესაძენად.

რაც შეეხება გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, უმსხვილეს შესყიდველებს, თანხობრივად პირველ ადგილზეა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 78 დადებული ხელშეკრულებით, რომლების ჯამურმა ღირებულებამ 562 მილიონ ლარს გადააჭარბა. მეორე და მესამე პოზიციებს ქალაქ თბილისის მერია 205,356,669 ლარითა (დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა 237) და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 176,002,117 ლარით (დადებული ხელშეკრულების რაოდენობა 52) იკავებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE