მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენთან 3015 საჩივარი შევიდა - ყველაზე ხშირად მომხმარებლები "მაგთიკომსა" და "სილქნეტს" უჩიოდნენ
2025 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენთან 3015 საჩივარი შევიდა - ყველაზე ხშირად მომხმარებლები "მაგთიკომსა" და "სილქნეტს" უჩიოდნენ

2025 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენთან 3015 საჩივარი შევიდა - ყველაზე ხშირად მომხმარებლები "მაგთიკომსა" და "სილქნეტს" უჩიოდნენ

BM.GE4 ივნისი, 2026, 13:18|bm.ge

2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცევლის სამსახურში 3015 საჩივარი შევიდა. მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი ინტერნეტ მომსახურების სფეროს ეხებოდა და ასეთი სულ 1462 განაცხადი იყო. საჩივრებში მეორე ადგილზეა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების სფერო 501 განაცხადით; მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების საკითხს 436 განაცხადი ეხებოდა, ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებას კი 96.

მიმართვიანობის თემატიკაში, ყველაზე ხშირად მომხმარებლები ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებასა და მომსახურების წყვეტაზე ჩიოდნენ (786 საჩივარი), შემდეგია ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება (362), უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება (359), მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება (217) და სხვა საკითხები.

როგორც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი განმარტავს, კომუნიკაციების ომბუდსმენმა საჩივრების 95% მომხმარებლის სასარგებლოდ დაასრულა.

„სამსახურში იდენტიფიცირებულია თემების 14 სახეობა რასთან დაკავშირებით მოგვმართავენ. ყველაზე მეტი განცხადება-საჩივარი ამასთან დაკავშირებით შემოვიდა: ეს არის მომსახურების შეზღუდვა-შეწყვეტა, დაზიანება, არასათანადო ინფორმირება, მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და ასე შემდეგ. რაც შეეხება კომპანიებს, ყველაზე მეტი განცხადება-საჩივარი „სილქნეტსა“ და „მაგთიკომზე“ შემოვიდა.

უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვართ კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებლის ხმა. ჩვენთან შემოსული საჩივრების, დაფიქსირებული პრეტენზიებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რეგულარულად ვაწვდით კომისიას სხვადასხვა ინფორმაციას. შესაბამისად, თუნდაც ფასების ზრდას რაც შეეხება, რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას კომისიას და ამ მიმართულებით, როგორც იცით, კომისია სწავლობს ბაზარს და მიიღებს შესაბამის ღონისძიებებს“ - აცხადებს კომუნიკაციების ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე.

მომხმარებლები 2025 წელს ყველაზე ხშირად მაგთიკომს უჩიოდნენ - საჩივრების 39% „მაგთიკომს“ (643 საჩივარი) ეხება, შემდეგია „სილქნეტი“ - 538 საჩივრით, „სლეფი მობაილი“ (157), „ახალი ქსელები“ (151), „სქაიტელი“ (73), Georgianairlink (18), სხვა კომპანიები (59).

„როგორც დაზიანებასთან, ასევე, უხარისხო მომსახურებასთან მიმართებით, დაზიანება-შეზღუდვა-შეწყვეტა პირველ ადგილს იკავებს მომართვიანობაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტმა მომხმარებელმა მომართა სამსახურს. აღმოფხვრის ვადებს რაც შეეხება, ეს სხვა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, თუმცა სამსახური შემოსული საჩივრის ფარგლებში, რეგულარულად გასცემს რეკომენდაციებს მომსახურების მომწოდებელი კომპანიების მისამართით და ისინი ყველანაირად ცდილობენ, დადგენილ ვადაში აღმოფხვრან მომსახურება.

რაც შეეხება ინტერნეტ მომსახურების ხარისხს ვგულისხმობთ, როგორც იცით, კომუნიკაციების კომისიაში 2018 წლიდან დანერგილი არის ინტერნეტის ხარისხის შემოწმების ფუნქციონალი შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომელიც არის შესაძლებლობა ყოველი მომხმარებლისთვის ძალიან მარტივად, მოქნილად, სახლის პირობებში გადაამოწმოს ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი და შეუსაბამობის შემთხვევაში გამოაგზავნოს განცხადება-საჩივარი ჩვენს სამსახურში“ - აცხადებს გვანცა ჩხეიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE