მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე
საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE31 ივლისი, 2026, 18:46|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს.

მინისტრის თქმითვე, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მედიკამენტი "ჯივინოსტატი" განკუთვნილია 6 წლის ასაკიდან, გადაადგილების უნარის მქონე პაციენტთათვის.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტებთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“. შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში. რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომლის თაობაზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება. რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ცხადია, გავუზიარებთ ინფორმაციას. უახლოესი დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით უკვე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ", - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი იმ მიზეზებს განმარტავს, რის საფუძველზეც ეს მედიკამენტი შეარჩიეს.

"ეს მედიკამენტი, რომელზეც დღეს გვქონდა საუბარი, ერთ-ერთია იმ მედიკამენტებს შორის, რომლებზეც თავიდანვე საზოგადოებაში ამ თემისადმი ინტერესის გაჩენისთანავე ვამბობდით, რომ ყველაზე იმედისმომცემი და პერსპექტიული იყო. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მაგალითად, მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და „ჯივინოსტატის“ გამოყენება დასაშვებად ცნო. ამ მედიკამენტს, როგორც მოგეხსენებათ, ევროპული სააგენტოს დასტური უკვე ჰქონდა, თუმცა კვლევები მაინც მიმდინარეობდა. ზოგადად, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან დაკავშირებით პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით ადევნებს თვალს სიახლეებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო, რამაც შემდგომ პროცესებსა და გადაწყვეტილებებს საგრძნობლად შეუწყო ხელი", - თქვა სარჯველაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE