მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა
NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE25 აგვისტო, 2026, 01:12|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე სტარტაპ Perplexity-ში მასშტაბური ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს. არსებული ინფორმაციით, დაფინანსების ახალი რაუნდის ფარგლებში AI-სტარტაპის საბაზრო შეფასებამ შესაძლოა $30 მილიარდს გადააჭარბოს, რაც გასულ წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 50%-ზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

როგორც ირკვევა, Perplexity-ს წლიური შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა და წლის დასაწყისში არსებული $250 მილიონიდან $750 მილიონს გადააჭარბა. შემოსავლების ნახტომისებურ ზრდას ხელი შეუწყო Cloud-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა AI-აგენტმა Perplexity Computer-მა, რომელსაც სექტორში მომუშავე სპეციალისტები კომპიუტერული ამოცანების ავტომატიზაციისთვის იყენებენ. ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-თან $750-მილიონიანი შეთანხმებაც გააფორმა, რაც Azure-ის ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებას ითვალისწინებს.

სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორის, არავინდ სრინივასის განცხადებით, Perplexity საჯარო კომპანიად გარდაქმნას და საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას 2028 წლისთვის გეგმავს, მანამდე დაფინანსების მოზიდვას კომპანია კერძო საინვესტიციო რაუნდებით გეგმავს.

Nvidia-ს გარდა, პერსპექტიული AI-სტარტაპის მსხვილ ინვესტორებს შორის Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და იაპონური ტექნოლოგიური კონგლომერატი SoftBank Group-ი ირიცხებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

პუტინმა დაზიანებული კრიტიკული ობიექტების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

BM.GE

რა ვიცით სომხური Ardshinbank-ის შესახებ, რომელსაც "ტერაბანკის" ყიდვა სურს

რა ვიცით სომხური Ardshinbank-ის შესახებ, რომელსაც "ტერაბანკის" ყიდვა სურს

BM.GE