
ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
ფორმულა|formulanews.ge
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
"მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით. და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.
მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით", - უთხრა დიტო ჩუბინიძემ ნეტგაზეთს.
პროკურატურამ ის სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge