მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს საქართველოს სასტუმროების უცხოელი სტუმრების უმეტესობა ისრაელიდან და რუსეთიდან იყო - საქსტატი
2025 წელს საქართველოს სასტუმროების უცხოელი სტუმრების უმეტესობა ისრაელიდან და რუსეთიდან იყო - საქსტატი

2025 წელს საქართველოს სასტუმროების უცხოელი სტუმრების უმეტესობა ისრაელიდან და რუსეთიდან იყო - საქსტატი

BM.GE26 აგვისტო, 2026, 18:28|bm.ge

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სტუმრების 62.7%-ს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია. მეორე და მესამე ადგილზე რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4%-ს შეადგენდნენ.

2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92%). 4.5% იყო საქმიანი ვიზიტი, ხოლო 0.7% მკურნალობას უკავშირდებოდა.

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 14.7% და 12.9%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასუქის ფასი გლობალურად შემცირდა

სასუქის ფასი გლობალურად შემცირდა

BM.GE

"ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს" - ძალიან უსამართლო პასუხია|ნინო დობორჯგინიძე

"ვისაც არ უნდა, კერძოში წავიდეს" - ძალიან უსამართლო პასუხია|ნინო დობორჯგინიძე

BM.GE

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში შეთანხმებას უახლოვდებიან

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში შეთანხმებას უახლოვდებიან

BM.GE

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში EU-ში სომხეთის გაწევრიანების მზადებაში რისკები ხედავენ | სომხური მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში EU-ში სომხეთის გაწევრიანების მზადებაში რისკები ხედავენ | სომხური მედია

BM.GE