მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს უმუშევრობა არ გაზრდილა, თუმცა არ შემცირებულა - მიზეზები
2025 წელს უმუშევრობა არ გაზრდილა, თუმცა არ შემცირებულა - მიზეზები

2025 წელს უმუშევრობა არ გაზრდილა, თუმცა არ შემცირებულა - მიზეზები

BM.GE11 მაისი, 2026, 15:52|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9% შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან დასაქმება კი შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა სამუშაო ძალაც, ანუ ის ადამიანები, ვინც სამსახურს ეძებენ.

კერძოდ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5% შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3% და 46.3% შეადგენს.

შარშან დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3% შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.

ამას გარდა, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2 პროცენტული პუნქტით. ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე 17.5% თბილისშია. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39%), ხოლო ყველაზე დაბალი - 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5%), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

მეთოდოლოგია: დასაქმების და უმუშევრობის სტატისტიკის გაანგარიშებისას საქსტატი ეფუძნება 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობას, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა აერთიანებს ორ კატეგორიას. ეს გახლავთ დასაქმებულები, წარმოდგენილი დაქირავებულებისა და თვითდასაქმებულების სახითა, ხოლო მეორე კატეგორია არის უმუშევარი. უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში არის უმუშევრობის დონე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE