მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის 4 თვეში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარი აკრიფა
2026 წლის 4 თვეში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარი აკრიფა

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარი აკრიფა

BM.GE21 მაისი, 2026, 19:01|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით, ანუ 19 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

დოკუმენტის მიხედვით, გადახდილი აქციზიდან 116.5 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 2%); 75 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 8%) ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 42.2 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 188%). შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია.

არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინის აქციზის გადასახადი შეადგენს 500 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ ბენზინის სიმკვრივეა 0.7361, ერთი ტონა ბენზინი შეადგენს 1358 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 37 თეთრს შეადგენს. აქედან გამომდინარე, 2026 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში რეალიზებული ბენზინის ჯამური მოცულობა შეადგენდა 316,527,081 ლიტრს.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, ერთ ტონა დიზელზე აქციზი შეადგენს 400 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ დიზელის სიმკვრივეა 0,8367, ერთი ტონა დიზელი შეადგენს 1195 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 33.5 თეთრს შეადგენს. აქედან გამომდინარე 2026 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში რეალიზებული დიზელის საწვავის ჯამური მოცულობა შეადგენდა 224,505,641 ლიტრს.

მთლიანობაში, 2026 წლის 4 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 471.3 მილიონი დოლარის ღირებულების 590 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად იმპორტი 19%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით გაიზარდა. ამასთან, თუკი 2026 წლის იანვარში იმპორტირებული ტონა საწვავის საშუალო ფასი 697 დოლარს შეადგენდა, აპრილში იმპორტის საშუალო ფასმა 950 დოლარს მიაღწია, რაც 36.2%-ის გაძვირებას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →ლარი →მილიონი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE