მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში FDI 67%-ით შემცირდა - GREDA მიზეზებზე
2026 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში FDI 67%-ით შემცირდა - GREDA მიზეზებზე

2026 წლის 6 თვეში ენერგეტიკაში FDI 67%-ით შემცირდა - GREDA მიზეზებზე

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 13:20|bm.ge

ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში დარგში მხოლოდ 9.3 მლნ დოლარის FDI ჩაიდო, რაც წლიურად 83.1%-იანი კლებაა.

სექტორში ინვესტიციები 6 თვის ჭრილშიც შემცირებულია, წლის პირველ ნახევარში ენერგეტიკაში სულ 41.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წლიურად 66.9%-იანი შემცირებაა.

როგორც BMG-სთან განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ინვესტიციების კლების ძირითადი მიზეზი სექტორში გაუარესებული საინვესტიციო კლიმატია. მაია მელიქიძე მათ შორის გამოყოფს იმ ფაქტს, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ობიექტებს გენერაციის შეზღუდვა მოუწიათ, რამაც კომპანიებს მნიშვნელოვანი შემოსავალი დააკარგვინა.

მისივე თქმით, ამას ემატება გაჭიანურებული ბიუროკრატია, რაც ინვესტორებს აფრთხობთ და საბოლოოდ ახალი თანხების ჩადებისგან თავს იკავებენ.

“რეალურად, მთავარი მიზეზი და გამოწვევა არის ის გაჩერება, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაისი, ივნისი, ივლისის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სექტორს გაუჩნდა უსამართლობის განცდა გაუჩნდა, ვინაიდან სახელმწიფომ და კერძო სექტორმა თანაბრად უნდა გაინაწილონ ის რისკი, რომელიც თან სდევს ენერგეტიკის სექტორს და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც არის ჭარბი წარმოება. ამ დოზით გენერაციის შეზღუდვების განხორციელებამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ფინანსური თვალსაზრისით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ჰიდროს, ვინაიდან მზის ელექტროსადგურები შარშან ჩაერთნენ სისტემაში, ხოლო ქარი ძირითადად გენერაციას ზამთრის პერიოდში აგენერირებს.

ამან გამოიწვია გარკვეულწილად ძალიან სერიოზული უკმაყოფილება კერძო სექტორის მხრიდან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მომავალ წელს თუკი მსგავსი ისევ განმეორდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს უკვე საქმე და ძალიან ბევრ ინვესტორს, რომელიც უკვე არის ამ პროცესში, შესაძლოა გაუჩნდეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ინვესტიციების ამოღებასთან დაკავშირებით.

ამას ემატება მემორანდუმებთან დაკავშირებული საკითხი, ვინაიდან სექტორი ელოდება მემორანდუმების ხელმოწერას. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაიწყო უკვე ეს პროცესი, თუმცა ბიზნესი უფრო სწრაფ ტემპს ითხოვს და აქედან გამომდინარე, ვინაიდან რამდენიმე თვეა უკვე ელოდებიან კომპანიები მემორანდუმების ხელმოწერას, ამანაც გარკვეულწილად შექმნა ის ვითარება და გარემოება, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე არიან სექტორში, გაუჩნდათ იმის განცდა, რომ მომავალ წელს მსგავსი პოლიტიკის განხორციელების შედეგად ძალიან დიდ დარტყმას მიიღებენ ფინანსური თვალსაზრისით.

ზარალი რამდენიმე ათეული მილიონი ლარია, რომელიც მიიღო კერძო სექტორმა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ დროს ორი რამის გაკეთება: ერთი - ეს არის დამგროვებლების [ბატარეების] მიმართულებით პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება; მეორე — საექსპორტო ბაზრის ხელშეწყობა და დივერსიფიკაცია; მესამე — ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციის ჩამოყალიბება”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იპოთეკური სესხების შერბილება „ეგზოტიკური განვადებების“ სანაცვლოდ - რას ითხოვენ დეველოპერები ეროვნული ბანკისგან?

იპოთეკური სესხების შერბილება „ეგზოტიკური განვადებების“ სანაცვლოდ - რას ითხოვენ დეველოპერები ეროვნული ბანკისგან?

BM.GE

მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

BM.GE

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?

ვინ გახდება 2026 წლის საუკეთესო ფეხბურთელი?

BM.GE

სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი | მაია მახათაძე

სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი | მაია მახათაძე

BM.GE