მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 14:12|bm.ge

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი წევრი ქვეყნები FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის მცდელობაში ჯანი ინფანტინოს დაუჭერენ მხარს.

შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფას განცხადება AFC-ის პოზიციის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს. აგვისტოში კონფედერაცია ევროპულ ფეხბურთის მმართველ ორგანო UEFA-სა და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაცია CONCACAF-თან ერთად ინფანტინოს აკრიტიკებდა.

AFC-ის 46 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ინფანტინოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატებაა. FIFA-ს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კერძო ინვესტორებისთვის საკუთარი შეჯიბრებების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის, წილის მიყიდვის გეგმა ვერ განახორციელა.

ინფანტინომ, რომელმაც გასულ კვირას FIFA Forward Enterprise-ის ჩავარდნილი პროექტისთვის ბოდიში მოიხადა, FIFA-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. პროექტი კერძო კაპიტალის ფონდებისთვის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეჯიბრებებში წილების მიყიდვას ითვალისწინებდა. ინფანტინო მარტში მესამე სრული საპრეზიდენტო ვადით არჩევას ცდილობს.

ამ ეტაპზე მას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერია. CONCACAF-ის პრეზიდენტმა ვიქტორ მონტალიანიმ და UEFA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდერ ჩეფერინმა კი საკუთარი კონფედერაციების სათავეში კიდევ ერთი ვადით დარჩენის სურვილი გამოხატეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე არსებობს ის მტკიცებულებითი საფუძველი, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად - პროკურორი ღარიბაშვილზერუსთავი 2
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
მხარეს →

მსგავსი სტატიები

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

არსებობს ალბათობა, რომ ირანი კიდევ ერთხელ დავბომბოთ, შესაძლოა, ეს ხვალვე გავაკეთოთ - ტრამპი

BM.GE

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 19-25 ოქტომბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 19-25 ოქტომბერი

BM.GE