მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები
2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 04:32|bm.ge

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში 41.2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

საქსტატის თანახმად, პირველ კვარტალში ამ დარგში 31.9 მილიონის FDI შემოვიდა, II კვარტალში კი მხოლოდ - $9.3 მილიონი.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 41 მილიონი დოლარიდან $17.7 მილიონის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ნიდერლანდებიდან, $6 მილიონი თურქეთიდან. ასევე, ქართულ ენერგეტიკაში FDI დაფიქსირდა გერმანიიდან, ჩინეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. მაგრამ მათ მოცულობას საქსტატი არ ასახელებს.

საქსტატი, ქვეყნების გასწვრივ, FDI-ს მოცულობას მრავალწერტილით მაშინ აღნიშნავს, თუ ამ ქვეყნიდან 1 ან 2 კომპანია საქმიანობს სფეროში და შესაძლებელია, მათი იდენტიფიცირება და შესაბამისად, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის გაგება, რაც კომერციული საიდუმლოებაა.

FDI ენერგეტიკაში |2026 წლის I-II კვარტალი| სულ $41,2 მილიონი

მარშალის კ-ები ... ნიდერლანდები 17,734.9 გერმანია ... თურქეთი 6,146.4 ჩინეთი ... ესტონეთი ... ნორვეგია ... ბულგარეთი ... უკრაინა ... ისრაელი ... კვიპროსი ... სომხეთი 29.4 სლოვენია ... დანარჩენი ქვეყნები 17,306.2

რაც შეეხება TOP ინვესტორი კომპანიების ათეულს, რომელთაც წელს, 6 თვეში, ენერგეტიკაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს, ასეთია საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული სია აჩვენებს, რომ ინვესტიციების დიდი წილი დენის და გაზის სექტორში მომუშავე კომუნალურ კომპანიებზე მოდის (საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით).

სს თელასი; შპს საქართველო-ურბან ენერჯი; შპს თბილისი ენერჯი; სს საქორგგაზი; შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია; შპს ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი; შპს აჭარისწყალი ჯორჯია; სს ეპ ჯორჯია გენერაცია; სს ეპ ჯორჯია მიწოდება; შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს;

ცნობისთვის: 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში სულ 78 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, 2025 წელს კი - 97.8 მილიონის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE