მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის 7 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა - უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია
2026 წლის 7 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა - უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია

2026 წლის 7 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 64.1%-ით გაიზარდა - უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია

BM.GE19 აგვისტო, 2026, 15:08|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 670.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 21.6 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) წილმა 61.1 პროცენტი შეადგინა. სულ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 2 854.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.1 პროცენტიანი ზრდაა.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში ათი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.2 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეული ასე გადანაწილდა:

• ჩინეთი - 480.2 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.8%, ზრდა — 184.5%) • რუსეთი - 409.7 მლნ. აშშ დოლარი (14.4%, ზრდა — 6.2%) • თურქეთი - 279.4 მლნ. აშშ დოლარი (9.8%, ზრდა — 59.5%)

მსხვილ საექსპორტო პარტნიორებს შორის ასევე არიან ტოგო (136.7 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (127.3 მლნ აშშ დოლარი), ბულგარეთი (123.1 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (99.1 მლნ აშშ დოლარი), შვეიცარია (84.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (78.0 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (72.5 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები დასახელდა.

უმსხვილესი საექსპორტო პოზიციების ჩამონათვალი:

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 543.2 მლნ. აშშ დოლარი (ადგილობრივი ექსპორტის 19.0%) • ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები -356.3 მლნ. აშშ დოლარი (12.5%) • ფეროშენადნობები - 187.1 მლნ. აშშ დოლარი (6.6%) • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 150.6 მლნ. აშშ დოლარი (5.3%) • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 140.6 მლნ. აშშ დოლარი (4.9%, კლება — -2.9%)

ათეულში ასევე შედის მინერალური და გაზიანი წყლები შაქრის შემცველობით (119.7 მლნ აშშ დოლარი), უშაქრო მინერალური და მტკნარი წყლები (115.8 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (104.2 მლნ აშშ დოლარი, კლება — -14.8%), აზოტოვანი სასუქები (100.4 მლნ აშშ დოლარი) და დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო (90.2 მლნ აშშ დოლარი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

BM.GE

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

BM.GE

საქართველოს ნავსადგურებმა II კვარტალში 5.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა - მოცულობა 33%-ით გაიზარდა

საქართველოს ნავსადგურებმა II კვარტალში 5.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა - მოცულობა 33%-ით გაიზარდა

BM.GE

იანვარ-ივლისში ექსპორტი 4.7 მილიარდამდე გაიზარდა - ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

იანვარ-ივლისში ექსპორტი 4.7 მილიარდამდე გაიზარდა - ტოპ 10 საექსპორტო საქონელი

BM.GE