მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ნავსადგურებმა II კვარტალში 5.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა - მოცულობა 33%-ით გაიზარდა
საქართველოს ნავსადგურებმა II კვარტალში 5.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა - მოცულობა 33%-ით გაიზარდა

საქართველოს ნავსადგურებმა II კვარტალში 5.4 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა - მოცულობა 33%-ით გაიზარდა

BM.GE19 აგვისტო, 2026, 15:56|bm.ge

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4 611 გემი შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გემების ტიპების მიხედვით განსხვავებულ დინამიკას აჩვენებს. ამ პერიოდში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 5.36 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც წლიურად 33%-იანი ზრდაა.

საქსტატის მონაცემებით, შემოსული გემების ყველაზე დიდი ნაწილი 47.3% გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი გემები იყო. 24.9% თხევადი ტვირთმზიდები, 19.3% კი კონტეინერმზიდები იყვნენ. დარჩენილი 8.5% ნაყარი ტვირთმზიდი და სპეციალიზებული გემების წილად მოდიოდა.

წინა წლის II კვარტალთან შედარებით, საქართველოში:

• ნაყარი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა 39.1%-ით გაიზარდა; • კონტეინერმზიდების რაოდენობა 34.8%-ით გაიზარდა; • თხევადი ტვირთმზიდების რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა; • გენერალური ტვირთის გადამზიდი გემების რაოდენობა 2.3%-ით გაიზარდა; • სპეციალიზებული გემების რაოდენობა 65%-ით შემცირდა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების ყველაზე დიდი წილი პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდიოდა - 19.1%.

მეორე ადგილზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები იყვნენ - 15.2%, მესამეზე კი ლიბერიის - 11.3%. კიდევ 7.2% მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 47.3% სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებს შეადგენდა.

გემების რაოდენობის ზრდასთან ერთად, II კვარტალში ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სულ გადამუშავებულმა ტვირთმა 5 364.5 ათასი ტონა, ანუ დაახლოებით 5.36 მლნ ტონა შეადგინა. ეს 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 33%-ით მეტია.

გადამუშავებული ტვირთის სტრუქტურაში:

• 47.8% გენერალურ ტვირთზე მოდიოდა; • 30.5% - თხევად ტვირთზე; • 21.7% - ნაყარ ტვირთზე.

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა 4.7 ათასი მგზავრი მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54.5%-იანი ზრდაა.

მგზავრთა საერთო ნაკადში გასული მგზავრების წილი უფრო მაღალი იყო და 53.2% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული სტატისტიკის წყაროა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზახური ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით 5-ჯერ გაიზარდა - TCRC-ის ანალიზი

ყაზახური ნავთობის ექსპორტი საქართველოს გავლით 5-ჯერ გაიზარდა - TCRC-ის ანალიზი

BM.GE

იმპორტმა 10.8 მილიარდს მიაღწია - რა საქონელი შეიძინა წელს საქართველომ უცხოეთიდან

იმპორტმა 10.8 მილიარდს მიაღწია - რა საქონელი შეიძინა წელს საქართველომ უცხოეთიდან

BM.GE

$2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?

$2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?

BM.GE

ტრამპმა კანადიდან იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესება გადადო

ტრამპმა კანადიდან იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესება გადადო

BM.GE