
იანვარ-ივლისში ექსპორტი 4.7 მილიარდამდე გაიზარდა - ტოპ 10 საექსპორტო საქონელი
საქსტატმა 2026 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან წლის პირველ შვიდ თვეში 4.7 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.6%-ით მეტია.
ექსპორტში პირველ პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს 1.16 მილიარდი დოლარით, თუმცა ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 22%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტების ექსპორტი 571 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 1052%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან. მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები 356 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 76%-ია.
კლებაა ღვინის ექსპორტში 2%-ით და სპირტიანი სასმელების ექსპორტში 8%-ის ოდენობით.
2026 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის შედეგები - 7 თვე ექსპორტი
# საქონელი ექსპორტი - მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $1,161 -22% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $571 1052% 3 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $356 76% 4 ფეროშენადნობები $187 74% 5 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $151 311% 6 ყურძნის ნატურალური ღვინოები $143 -2% 7 სპირტიანი სასმელები $137 -8% 8 მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით $120 22% 9 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $116 16% 10 აზოტოვანი სასუქები $100 23% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $1,627 17%
BM.GE
წყარო: bm.ge