მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წლის საგადასახადო გეგმა ₾690 მილიონით იზრდება - რა ცვლილებებია ბიუჯეტის შემოსავლებში
2026 წლის საგადასახადო გეგმა ₾690 მილიონით იზრდება - რა ცვლილებებია ბიუჯეტის შემოსავლებში

2026 წლის საგადასახადო გეგმა ₾690 მილიონით იზრდება - რა ცვლილებებია ბიუჯეტის შემოსავლებში

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 15:13|bm.ge

2026 წლის ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა 690 მილიონი ლარით იზრდება - ამის შესახებ ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტში არის აღნიშნული, რომლის საკომიტეტო განხილვებიც პარლამენტში დღეს მიმდინარეობს. მთლიანობაში საგადასახადო შემოსულობებით მთავრობა წელს 23.9 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს.

მთავრობის განმარტებით, საგადასახადო გეგმის ზრდა დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, ვიდრე თავდაპირველად იყო პროგნოზირებული, აღნიშნულიდან გამომდინარე ბიუჯეტში უფრო მეტი გადასახადი შედის, რაც დაკორექტირებულ გეგმაში აისახა. ყველაზე მეტად - 270 მილიონი ლარით მოგების გადასახადის გეგმა გაიზარდა, მეორე ადგილზეა დღგ-ის გეგმა 256 მილიონი ლარის მატებით, მესამეზე კი აქციზის გადასახადია 85 მილიონი ლარის მატებით. აქციზში მატება, ძირითადად, დაკავშირებულია ავტომობილების განბაჟების მოსაკრებლის მკვეთრი ზრდით, რაც 2026 წლის აპრილიდან მოქმედებს.

2026 წლის საგადასახადო გეგმა ასე იცვლება:

დასახელება 2026 წლის განახლებული გეგმა - ლარი ცვლილება მოქმედ ბიუჯეტთან - ლარი გადასახადები 23,890,000,000 690,000,000 დამატებული ღირებულების გადასახადი 9,000,000,000 256,000,000 საშემოსავლო გადასახადი 8,290,000,000 69,000,000 მოგების გადასახადი 3,470,000,000 270,000,000 აქციზი 2,785,000,000 85,000,000 იმპორტის გადასახადი 160,000,000 10,000,000 სხვა გადასახადები 185,000,000 0

გარდა გადასახადებისა 230 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი და ის 1.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს ძირითადად დაკავშირებულია ეროვნული ბანკის მოგებიდან პროგნოზირებულზე 121 მილიონი ლარით მეტის (571 მლნ ლარის) მიღებასთან და ჯარიმებიდან გეგმასთან შედარებით 50 მილიონი ლარით მეტის (250 მილიონი ლარის) მიღებასთან. ბიუჯეტის პროცენტის მუხლი, რაც მთავრობის საბანკო დეპოზიტებზე დარიცხულ სარგებელს შეადგენს 10 მილიონი ლარით, 330 მილიონ ლარამდე იზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

BM.GE

GPC GLOBAL - ახალი ინოვაციური სერვისი

GPC GLOBAL - ახალი ინოვაციური სერვისი

BM.GE

თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა

თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა

BM.GE

ოქტომბერში ₾119 724-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტია ამოღებული|საგამოძიებო სამსახური

ოქტომბერში ₾119 724-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტია ამოღებული|საგამოძიებო სამსახური

BM.GE