
GPC GLOBAL - ახალი ინოვაციური სერვისი
ფარმაცევტულმა კომპანია „ჯპს-მ“ მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური სერვისი, „ჯპს გლობალი“ შექმნა. ექსკლუზიური პროექტი მიზნად ისახავს საჭირო სამკურნალო საშუალებების მოძიებას მსოფლიოს მასშტაბით, ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მიიღო:
• სამკურნალო საშუალებები ექიმის შესაბამისი დანიშნულებისა და ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა-100) წარდგენის საფუძველზე. • სპეციალური ოპტიკური პროდუქტები: ინდივიდუალური პარამეტრების მქონე ფერადი ნომრიანი ან ასტიგმატური კონტაქტური ლინზების მოძიება.
ციფრული ეკოსისტემა და ოპერაციული მოდელი
„ჯპს გლობალი“ სრულად არის ინტეგრირებული კომპანიის ციფრულ პლატფორმებში. მომხმარებელს განაცხადის შევსება შეუძლია როგორც ოფიციალური ვებგვერდიდან - www.gpc.ge, ისე მობილური აპლიკაციით - MY GPC.
სერვისის ოპერაციული ციკლი ოთხ ძირითად ეტაპს მოიცავს:
• განაცხადის დაფიქსირება: მომხმარებელი ციფრულ არხებში უთითებს პროდუქტის დეტალებს და ტვირთავს საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციას. • დამუშავება და უკუკავშირი: GPC-ის გუნდი 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მოთხოვნას, დაადგენს ჩამოტანის ვადებსა და ფინანსურ პირობებს და უკავშირდება განმცხადებელს. • ავტორიზაცია: პირობების დადასტურების შემდეგ მომხმარებელი წარადგენს დოკუმენტაციას ფიზიკურად „ჯპს-ის“ სასურველ აფთიაქში და ახორციელებს ანგარიშსწორებას. • მიწოდება: მომხმარებელი პროდუქციას მიიღებს წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ლოკაციაზე.
„ჯპს გლობალი“ ექსკლუზიური სერვისია, რომელიც აფართოებს სამედიცინო პროდუქტების ხელმისაწვდომობას და ქვეყანაში ინდივიდუალური ფარმაცევტული მომსახურების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
BM.GE
წყარო: bm.ge