
თიბისი დაზღვევა International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა
თიბისი დაზღვევა საქართველოდან პირველი კომპანიაა,რომელიც International Customer Experience Awards 2026-ის (ICXA) გამარჯვებული გახდა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ტექნოლოგიის საუკეთესო გამოყენების ნომინაციაში (Best Use of Technology), ოქროს ჯილდო მოიპოვა. გამარჯვებულები 5 ნოემბერს, ლონდონში გამართულ ცერემონიაზე გამოვლინდნენ.
თიბისი დაზღვევა წლებია ყველაზე ციფრულ დაზღვევას ქმნის, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. კომპანია მუდმივად ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფი, მარტივი და ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს.
ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგია, რომელიც კომპანიას მომხმარებელთან კომუნიკაციის სისტემურად შეფასებისა და მუდმივი გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და თანმიმდევრულ მომსახურებას იღებს, თანამშრომლებს კი ტექნოლოგია ყოველდღიურ პროცესებს უმარტივებს და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
‘’ჩვენ გვჯერა, რომ დაზღვევა ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა უმარტივებდეს. სწორედ ამ ხედვით ვნერგავთ სადაზღვევო ბაზარზე ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომსახურებას უფრო მარტივს, სწრაფსა და ხარისხიანს ხდის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სიახლე რეალურ ღირებულებას ქმნიდეს როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა მიდგომამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ეს წარმატება ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომის, მუდმივი განვითარების და ინოვაციებისკენ სწრაფვის შედეგია“, აცხადებს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი დავით კიღურაძე.
International Customer Experience Awards მომხმარებლის გამოცდილების საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც ბრიტანული ორგანიზაცია Awards International 2018 წლიდან ატარებს. თიბისი დაზღვევისთვის ეს ჯილდო მის მიერ დანერგილი ინოვაციური მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ მანამდე თიბისი დაზღვევა CX Hub-ის მიერ ორგანიზებულ წლევანდელ CX Business Summit-ზე,ამავე პროექტით CX Award Georgia 2026-ის მთავარი გამარჯვებული გახდა.
BM.GE
წყარო: bm.ge