მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წელს, აჭარა პრივატიზაციიდან ₾80 მილიონის მიღებას გეგმავს - როგორ სრულდებოდა წინა წლების გეგმები?
2027 წელს, აჭარა პრივატიზაციიდან ₾80 მილიონის მიღებას გეგმავს - როგორ სრულდებოდა წინა წლების გეგმები?

2027 წელს, აჭარა პრივატიზაციიდან ₾80 მილიონის მიღებას გეგმავს - როგორ სრულდებოდა წინა წლების გეგმები?

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 21:50|bm.ge

აჭარის მთავრობა 2027 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან ანუ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 80 მლნ ლარის მიღებას გეგმავს. თუმცა წინა წლების მონაცემები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დაგეგმილი შემოსულობების მიღება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კერძოდ, 2025 წელს ბიუჯეტში ქონების გასხვისებიდან 7 მლნ ლარიც ვერ შევიდა, მაშინ როდესაც წლის განმავლობაში გეგმა 180 მლნ ლარს აღემატებოდა.

აჭარის 2026 წლის თავდაპირველი ბიუჯეტით არაფინანსური აქტივების კლებიდან 155 მლნ ლარის მიღება იგეგმებოდა. თუმცა ოქტომბერში განხორციელებული ცვლილებით საპროგნოზო მაჩვენებელი 113 მლნ ლარამდე შემცირდა. ამრიგად, წლის განმავლობაში გეგმა 42 მლნ ლარით, ანუ 27%-ით გადაიხედა. 2027 წლისთვის გათვალისწინებული 80 მლნ ლარი კი 2026 წლის დაზუსტებულ გეგმაზე 33 მლნ ლარით, ანუ 29%-ით ნაკლებია.

ბიუჯეტის მონაცემებით, 2025 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან ფაქტობრივად 6.96 მლნ ლარი მიიღეს, 2024 წელს კი - 22.84 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის თავდაპირველი გეგმა 115 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა თებერვალში 180.22 მლნ ლარამდე გაიზარდა. საბოლოოდ მიღებულმა თანხამ თებერვალში განსაზღვრული გეგმის მხოლოდ 3.9% შეადგინა. აღნიშნული შედარება წლის განმავლობაში გაზრდილ და არა საბოლოოდ დაზუსტებულ გეგმას ეფუძნება.

საპრივატიზაციო პროცესში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს წინა წლების აუქციონების შედეგებიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2025 წლის დასაწყისიდან კვლევის მომენტამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 69 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომელთაგან 54 მონაწილეების არარსებობის გამო არ შედგა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წარმატებით დასრულებული აუქციონების ნაწილშიც კონკურენცია არ ყოფილა.

ამ ფონზე, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით არაფინანსური აქტივების კლებიდან 80 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი. თუმცა ბიუჯეტის განმარტებით ბარათში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ობიექტების გასხვისებით აპირებს მთავრობა აღნიშნული თანხის მობილიზებას. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გარეშე რთულია შეფასდეს, რამდენად რეალისტურია 2027 წლის 80-მილიონიანი გეგმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE