
ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა
ნავთობის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და ჩვეულებრივი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებისას დღგ-ის თანხების ასახვის წესი შეიცვალა. ახალი რეგულაცია 2026 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.
როგორც BDO-ს მიერ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილება ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის №306 ბრძანებით დამტკიცდა. შედეგად, განახლდა როგორც ჩვეულებრივი, ისე ნავთობის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების ფორმები.
ცვლილების მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებისას დოკუმენტში ცალ-ცალკე უნდა აისახოს დღგ-ის თანხის ზრდა და შემცირება. კერძოდ, თუ კორექტირების შედეგად გადასახადის თანხა იზრდება, შესაბამის ველში ზრდის ოდენობა მიეთითება, ხოლო შემცირების შემთხვევაში - შემცირებული თანხა.
ახალი წესი ასევე ეხება შემთხვევებს, როდესაც ანგარიშ-ფაქტურა საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდისას გამოიწერება. ანალოგიური მიდგომა გავრცელდება ნავთობის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზეც.
ცვლილებები შევიდა ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში და ძალაში 2026 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge