ორიგინალი
2027 წელს უძრავი ქონების გაყიდვები 6-7%-ით გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
BM.GE·10:28

2027 წელს უძრავი ქონების გაყიდვები 6-7%-ით გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

29 ნოემბერი, 2026 · 10:28

2027 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების 6-7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი თბილისში ყოველწლიურად 10 000 ბინაზე საჭიროებაზე დაფუძნებული მოთხოვნა შეიქმნება. შესაბამისი პროგნოზი „თიბისი კაპიტალის“ ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე გააჟღერა.

მისი განმარტებით, საბაზისო მოთხოვნას ოჯახების ზომის შემცირება, ურბანიზაცია, ტურისტული ნაკადების ზრდა და ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოდინება განაპირობებს. გარდა ამისა, მოთხოვნის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილი, ვინაიდან თბილისში არსებული საცხოვრებელი ფონდის დაახლოებით 70% 1990 წლამდეა აშენებული, მათი დიდი ნაწილი ამორტიზებულია.

კვახაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2026 წელს საქართველო მსოფლიო უძრავი ქონების რუკაზე მკაფიოდ გამოჩნდა და ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას ჩაეყარა საფუძველი. რაც შეეხება არარეზიდენტ მყიდველებს, მათი ინტერესი კვლავ კონცენტრირებულია ბათუმში, თბილისში კი უცხოელი ინვესტორები ძირითადად პრემიუმ, პრემიუმ პლუს და ლუქს სეგმენტის ბინებს ირჩევენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წელს უძრავი ქონების გაყიდვები 6-7%-ით გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·12:00

კინოცენტრი კინოფესტივალებისა და ჰონგ-კონგის კინობაზრობისთვის ₾300 000-ს გამარტივებული წესით დახარჯავს

კინოცენტრი კინოფესტივალებისა და ჰონგ-კონგის კინობაზრობისთვის ₾300 000-ს გამარტივებული წესით დახარჯავს
BM.GE·11:39

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაიწყო - მთავარი თემა საცხოვრებლის კრიზისია

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაიწყო - მთავარი თემა საცხოვრებლის კრიზისია
BM.GE·10:58

საქართველომ კეტჩუპისა და პომიდვრის საწებლების იმპორტში $7.6 მლნ გადაიხადა - ვინ არიან მომწოდებლები

საქართველომ კეტჩუპისა და პომიდვრის საწებლების იმპორტში $7.6 მლნ გადაიხადა - ვინ არიან მომწოდებლები
BM.GE·10:41

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 23-29 ნოემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 23-29 ნოემბერი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.