საქართველომ კეტჩუპისა და პომიდვრის საწებლების იმპორტში $7.6 მლნ გადაიხადა - ვინ არიან მომწოდებლები
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პომიდვრის კეტჩუპისა და სხვა საწებლების იმპორტში 7.64 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.9%-ით აღემატება. ამასთან, იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში 5 398 ტონა პომიდვრის საწებელი შემოვიდა, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში კი - 5 473 ტონა. შესაბამისად, ღირებულების ზრდის მიუხედავად, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 75 ტონით შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქციის საშუალო ღირებულება გაიზარდა. თუ 2025 წლის პირველ ათ თვეში ერთი კილოგრამის საშუალო საიმპორტო ღირებულება დაახლოებით 1.33 დოლარი იყო, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 1.42 დოლარამდე გაიზარდა.
უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველომ 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების 1 756 ტონა პროდუქტი შეიძინა. მეორე ადგილზე რუსეთია 1.43 მილიონი დოლარითა და 893 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას უკრაინა იკავებს 1.1 მლნ დოლარითა და 936 ტონით.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში პომიდვრის კეტჩუპისა და სხვა საწებლების უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყნები იყვნენ:
• თურქეთი – $2.3 მლნ, 1 756 ტონა; • რუსეთი – $1.43 მლნ, 893 ტონა; • უკრაინა – $1.1 მლნ, 936 ტონა; • ყაზახეთი – $684.1 ათასი, 475 ტონა; • გერმანია – $671.4 ათასი, 271 ტონა; • სომხეთი – $640 ათასი, 741 ტონა; • პოლონეთი – $240.2 ათასი, 122 ტონა; • იტალია – $196.6 ათასი, 45 ტონა; • ნიდერლანდები – $137.9 ათასი, 65 ტონა; • აზერბაიჯანი – $87.1 ათასი, 52 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 607.7 ათასი დოლარის ღირებულების 296 ტონა პომიდვრის კეტჩუპი და სხვა საწებლები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება - 41%-ით, რაოდენობა კი 12.9%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ ათ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 430.8 ათასი დოლარის ღირებულების 262 ტონა პროდუქტი.
ქართული პომიდვრის საწებლების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც საანგარიშო პერიოდში 347.3 ათასი დოლარის ღირებულების 190 ტონა პროდუქტი გაიყიდა. მეორე ადგილზეა აშშ 114.9 ათასი დოლარითა და 43 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას ისრაელი იკავებს 43.3 ათასი დოლარითა და 20 ტონით.
საექსპორტო მიმართულებებს შორისაა ასევე ლიეტუვა და კანადა, სადაც საქართველოდან, შესაბამისად, 27.3 ათასი დოლარისა (9 ტონა) და 17 ათასი დოლარის (8 ტონა) პროდუქტი გავიდა.
იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები
BM.GE-მ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან პროდუქციის იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, პომიდვრის კეტჩუპისა და სხვა საწებლების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიებს შორის არიან:
• შპს მეგაკო თრეიდი; • შპს VIVA; • შპს ბ.თ. ჯგუფი; • შპს ვიკი ჯორჯია; • შპს ინტრეიდი; • შპს კადევე საქართველო; • შპს პითუსაკო; • შპს ფუდსერვისი; • შპს ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია; • შპს ჰავი ლოჯისტიკს.
ხოლო საქართველოდან პომიდვრის კეტჩუპისა და სხვა საწებლების უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს შორის არიან:
• შპს MTSKHETA FOOD COMPANY; • შპს გსქ კულა; • შპს გურული ნენა; • შპს ედენა; • შპს თიემთი; • შპს იბერია ფუდი; • შპს ინკოვეი; • შპს კორპორაცია გრემი; • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა; • შპს ჯიენპი თრეიდ კომპანი.
შენიშვნა: ჩამონათვალში კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არიან დალაგებული
