მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წელს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე სახელმწიფო ₾105 მლნ დახარჯავს
2027 წელს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე სახელმწიფო ₾105 მლნ დახარჯავს

2027 წელს უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე სახელმწიფო ₾105 მლნ დახარჯავს

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 18:20|bm.ge

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბიუჯეტის მეორე პროექტის წარდგენისას განაცხადა.

რაც შეეხება ჯამურ ბიუჯეტს, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარი იქნება.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:

• სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი. • სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი. • მომდევნო წლის სექტემბრიდან, გათვალისწინებულია, საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება. • ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება, ჯამში, შეადგენს 284 მილიონ ლარს.

პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად, შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე. უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე.

რაც შეეხება მეცნიერებას, მის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი. ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით, გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

BM.GE

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE