
დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა
"დევნილთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება 60 მილიონი ლარიდან 100 მილიონამდე გაიზარდა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 2026 წელს დაფინანსების ზრდა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.
"იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 408 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 140 მილიონი ლარით გაზრდილი თანხაა. დამატებითი სახსრების გამოყოფა უკავშირდება ახალ სამთავრობო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე წელს დამატებით 100 მილიონი ლარი მიიმართება. როგორც იცით, თავდაპირველად განსაზღვრული იყო 60 მილიონ ლარამდე, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მიმდინარე წელს ეს თანხა 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში, წელსა და მომდევნო წელს, სულ კომპენსაციით უზრუნველყოფილი იქნება 16 000-ზე მეტი ოჯახი", - განაცხადა ხუციშვილმა.
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა, ხოლო მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge