მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო
2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE30 ივლისი, 2026, 22:10|bm.ge

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.

მოდელი, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა, ორ ძირითად კომპონენტს - საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.

კერძოდ, საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; • კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება; • ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; • რეგიონული განვითარების ხელშეწყობა; • უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ის თითოეული უნივერსიტეტის სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

"შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.

ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.

უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. ახალი მოდელის დანერგვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ", - წერია განათლების სამინისტროს პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE