მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი
"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 01:30|bm.ge

ბათუმის სასტუმრო სექტორისთვის სეზონურობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სასტუმრო „ბლუ სქაი აფართ ჰოტელის“ გენერალური მენეჯერის, მამისა ვარშალომიძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, რადგან დიდი ინფრასტრუქტურის მხოლოდ რამდენიმე თვე მაღალი დატვირთვით ოპერირება რთულია.

როგორც მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა, მიუხედავად ივნისში არსებული უამინდობისა, სასტუმროსთვის ივლისი და აგვისტო მაღალი დატვირთვით გამოირჩეოდა და ამ პერიოდში დატვირთულობა 95%-ზე ნაკლები არ ყოფილა.

რაც შეეხება სექტემბერს, მისივე თქმით, მიმდინარე პერიოდში ტურისტული ნაკადი უკვე შესამჩნევად იკლებს. მიუხედავად ამისა, სასტუმროს დატვირთულობა 50%-ზე დაბლა ჯერ არ ჩამოსულა.

„უკვე ბოლო ერთი კვირაა საგრძნობლად შეიმჩნევა ტურისტების ნაკლებობა, სეზონის მინელება, რაც ფინანსურ ჭრილში და გრძელვადიან პერსპექტივებში საკმაოდ პრობლემურია. მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის არსებობა საკმაოდ რთული გამოწვევაა, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

მისი შეფასებით, სეზონის გახანგრძლივება როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. სასტუმროს მენეჯერის თქმით, გამოწვევაა ასევე ტურისტების უფრო მოკლევადიანი განთავსების ტენდენცია. დიდი ზომის სასტუმროსთვის სტუმრების ხშირი ცვლა ადამიანური რესურსისა და მომსახურების კუთხით დამატებით დატვირთვას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ „ბლუ სქაი აფართ ჰოტელი“ ბათუმში 795 აპარტამენტს აერთიანებს და დეველოპერული ჯგუფის „ლაიქ ჰაუსის“ 200-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის, „ბლუ სქაი თაუერის“ ნაწილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE