მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლიდან ესპანეთი რუსულ თხევად ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის
2027 წლიდან ესპანეთი რუსულ თხევად ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის

2027 წლიდან ესპანეთი რუსულ თხევად ბუნებრივ აირს აღარ შეისყიდის

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 00:43|bm.ge

ესპანეთის ხელისუფლებამ დააანონსა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად აიკრძალება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ეს პოზიცია ვაშინგტონში, Atlantic Council-ის სადისკუსიო პლატფორმაზე გამოსვლისას ოფიციალურად დააფიქსირა. ალბარესის განცხადებით, მადრიდი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს ადგილობრივი კომპანიების მხრიდან მოქმედი გრძელვადიანი კონტრაქტების მიუხედავადაც კი შეასრულებს. ესპანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მსგავსი სანქციების დამტკიცებას ბრიუსელი მადრიდის პირდაპირი თანხმობის გარეშე ვერ მოახერხებდა.

ცნობისთვის, ესპანეთი ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთ უდიდეს შემნახველ და გადასამუშავებელ ინფრასტრუქტურას ფლობს. ხოსე მანუელ ალბარესის შეფასებით, ეს მოცემულობა მთელი კონტინენტისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ესპანურ მხარეს ევროპელი მოკავშირეების საიმედო ენერგორესურსებით უზრუნველყოფა თავისუფლად შეუძლია. საყურადღებოა, რომ საიმედო პარტნიორებს შორის ესპანეთის პირველმა დიპლომატმა უპირველესად აშშ დაასახელა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ესპანეთის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე გამოეხმაურა. ქვეყნის ლიდერის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ენერგორესურსების ეტაპობრივი შეზღუდვის ფონზე, რუსეთმა ევროპული ბაზარი შესაძლოა ვადაზე ადრე, საკუთარი ინიციატივით დატოვოს. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპული შეზღუდვების ამოქმედებას არ დაელოდება. ნოვაკის თქმით, რუსული კომპანიები თხევადი აირის მიწოდებას უახლოეს პერიოდში აზიის მიმართულებით, კერძოდ ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდსა და ფილიპინებში გადაამისამართებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსული თხევადი აირის მიწოდებაზე სრული ემბარგოს ამოქმედების თარიღად 2027 წლის 1 იანვარი განსაზღვრა.

TASS-ის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთი ევროკავშირისთვის თხევადი აირის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი იყო. ქვეყანა ევროპული ბაზრის 16.1%-ს აკონტროლებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ზელენსკი: მზად ვართ, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები შევწყვიტოთფორმულა
  • The Guardian: ტრამპი ზელენსკის რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტას მოსთხოვსიმედი
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებსა და ბიზნესმენებსრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

McKinsey-მ 2026 წლის გლობალური ტექნოლოგიური ტრენდების ანგარიში გამოაქვეყნა

McKinsey-მ 2026 წლის გლობალური ტექნოლოგიური ტრენდების ანგარიში გამოაქვეყნა

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა გაუშვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანგარიშსწორების ახალი პლატფორმა გაუშვა

BM.GE

ჩინეთმა ოქროს იმპორტზე რეკორდული მოცულობის თანხა - $158.8 მილიარდი დახარჯა

ჩინეთმა ოქროს იმპორტზე რეკორდული მოცულობის თანხა - $158.8 მილიარდი დახარჯა

BM.GE

"ჩვენი ფასები უკიდურეს ზღვარზეა" -„არია“ ფასების ზრდას არ გამორიცხავს

"ჩვენი ფასები უკიდურეს ზღვარზეა" -„არია“ ფასების ზრდას არ გამორიცხავს

BM.GE