
2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება
BM.GE|bm.ge
2027 წლიდან შანხაი–თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines შანხაისა და თბილისს შორის ფრენებს კვირაში ხუთჯერ შეასრულებს.
"გაზრდილი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ პრესრელიზში.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge