მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 26-27 ნოემბერს თბილისში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება|GEEF2026-ის დეტალები
26-27 ნოემბერს თბილისში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება|GEEF2026-ის დეტალები

26-27 ნოემბერს თბილისში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება|GEEF2026-ის დეტალები

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 22:41|bm.ge

26-27 ნოემბერს, თბილისში, Expo Georgia-ში, უკვე მესამედ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი - GEEF2026 გაიმართება. GEEF2026 საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და Expo Georgia-ს ერთობლივი პროექტია.

ღონისძიების დეტალებზე "ანალიტიკას" ეთერში ორგანიზატორებმა ისაუბრეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ფორუმი ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმამ რეგიონული დატვირთვა შეიძინა.

"ეს ყველაფერი იწყება მეგობრული ურთიერთობიდან საბოლოო ჯამში, ნდობიდან, რომელიც ემყარება „ექსპო ჯორჯიასა“ და GREDA-ს შორის არსებულ ძალიან მტკიცე ურთიერთობას. უკვე სამი წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ნაწილში და შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მიზანი, რომელიც დავისახეთ, მიღწეულია. ეს ამ რანგის პირველი მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს, ეწვიონ ორდღიან ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას და მიიღონ ყველაზე კრიტიკული ინფორმაცია პოლიტიკის შემქმნელებისგან, ინვესტორებისგან. ამასთანავე, ის რეკომენდაცია, რომელიც შარშან იყო გამოკვეთილი, გათვალისწინებულია - ეს იყო B2B-სთან დაკავშირებული და ამასთანავე, მსხვილი მომხმარებლების ჩართვა რაც შეიძლება მაქსიმალურად იმისათვის, რომ დავინახოთ რეალური სიტუაცია: რამდენად დიდია მოხმარება, რა იწვევს ამ მოხმარების ზრდას და საბოლოო ჯამში ინვესტორები - ვგულისხმობ უკვე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს - რამდენად მზად არიან, რომ ამ ყველაფერს უპასუხონ.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ რეგიონული დატვირთვა შეიძინა. არიან თურქეთის წარმომადგენლები, სომხეთის წარმომადგენლები, აზერბაიჯანიდან - შედარებით უფრო დამკვირვებლის ამპლუაში - გამოფენის ჭრილში უკვე არაერთი ევროპული კომპანია გაჩნდა ბაზარზე, რომლებსაც აქვთ იმისი ამბიცია, რომ არა მხოლოდ გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილნი, არამედ სპიკერობის სტატუსიც აქვთ.

აქ იქნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო სექტორმა უპასუხოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. აუდიტორიიდანაც იქნება შესაძლებლობა კითხვების დასმის, ველოდებით აკადემიური წრის წარმომადგენლებსაც. რაც შეეხება თემატიკას, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, ხელმისაწვდომობაზე ფინანსებთან დაკავშირებით. გვეყოლებიან კომერციული ბანკების წარმომადგენლებიც და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. რაც შეეხება თვითონ შინაარსობრივ კომპონენტს, საუბარი გვექნება ქსელებთან დაკავშირებითაც", - ამბობს მაია მელიქიძე.

"ექსპო ჯორჯიას" პროექტების განვითარების ხელმძღვანელი მარიამ ცაიშვილი აღნიშნავს, რომ წლევანდელ გამოფენაში მონაწილე კომპანიების 50%-ზე მეტი საერთაშორისოა.

"როგორც ვამბობდით, წარმატება იქნება, როდესაც ეს გამოფენა გახდება საერთაშორისო და ჩვენი ქვეყანა გახდება ის პლატფორმა, ცენტრი, სადაც ენერგეტიკის საკითხების გარშემო უნდა შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ და ასე შემდეგ. წლევანდელ გამოფენაში მონაწილე კომპანიების 50%-ზე მეტი საერთაშორისოა. ზოგადად, ეს პლატფორმა სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი ყველა გამოფენა ამისკენ არის მიმართული, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც შევახვედრებთ ერთმანეთს საერთაშორისო მონაწილეებს, ადგილობრივ კომპანიებს, ასევე სექტორის წარმომადგენლებს და ხელს შევუწყობთ სექტორის გაფართოებას. საქართველოშივე შეუძლიათ კომპანიებს მივიდნენ, ნახონ სხვადასხვა ინოვაციები, რაც ამ სექტორშია და ასე შემდეგ. ალბათ ცხრა ქვეყნიდან გვყავს უკვე მონაწილეები წელს, რაც ვფიქრობთ, რომ ამ სამი წლის შეჯამებისთვის ძალიან კარგი შედეგია. იმ უკუკავშირით, რაც გვაქვს ორი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა წინ მივიწევთ და უკვე მალე გავხდებით ის რეგიონული ცენტრი, სადაც ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება",- ამბობს მარიამ ცაიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 164 სტატია.

  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება

2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება

BM.GE

ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი

ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ქსანში 200-მეგავატიან ელექტრობატარეას $71 მილიონად ააშენებს

ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ქსანში 200-მეგავატიან ელექტრობატარეას $71 მილიონად ააშენებს

BM.GE

ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან

ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან

BM.GE