მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი
ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი

ვიმსჯელეთ ქართული პროდუქციის ჩინურ ქსელებში უფრო ცენტრალიზებულად მიწოდების საკითხებზე - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 22:19|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა შანხაიში მეცხრედ ტარდება. საქართველო გამოფენაზე წელსაცაა წარმოდგენილი, ამჯერად 40-მდე კომპანიით.

„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.

„პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰოლდინგის Bailian Group-ის ვიცე-პრეზიდენტ ში სიაოლუნგთან შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხი განიხილა. ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა ასევე კომპანია Orient International Group-ის წარმომადგენლებს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტექსტილისა და წარმოების მიმართულებით საქმიანობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დისტრიბუციის შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების სფეროში შესაძლო საინვესტიციო თანამშრომლობაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

26-27 ნოემბერს თბილისში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება|GEEF2026-ის დეტალები

26-27 ნოემბერს თბილისში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართება|GEEF2026-ის დეტალები

BM.GE

2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება

2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 5 რეისამდე გაიზრდება

BM.GE

ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ქსანში 200-მეგავატიან ელექტრობატარეას $71 მილიონად ააშენებს

ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ქსანში 200-მეგავატიან ელექტრობატარეას $71 მილიონად ააშენებს

BM.GE

ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან

ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიები Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ძმების TOP-5-ეულში არიან

BM.GE