მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლისთვის BYD ექსპორტზე 2.5 მილიონი ავტომობილის გატანას გეგმავს
2027 წლისთვის BYD ექსპორტზე 2.5 მილიონი ავტომობილის გატანას გეგმავს

2027 წლისთვის BYD ექსპორტზე 2.5 მილიონი ავტომობილის გატანას გეგმავს

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 13:40|bm.ge

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა BYD-მა 2027 წელს საზღვარგარეთ გასაყიდი ტრანსპორტის მოცულობა 2.5 მილიონ ერთეულამდე გაზარდა.

ინფორმაცია Deutsche Bank-მა და Citi-მ კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. Deutsche Bank-ის ანგარიშის მიხედვით, ავტომწარმოებელმა 2026 წლის საექსპორტო პროგნოზიც გაზარდა და ის 1.9-2 მილიონ ავტომობილს შეადგენს. ცნობისთვის, ეს მონაცემი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მოცულობას ნიშნავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საერთაშორისო გაყიდვების ზრდას BYD-ი სატვირთო გემების ფლოტის გაფართოებითა და საზღვარგარეთ წარმოების განვითარებით გეგმავს. უნგრეთში მდებარე ქარხანაში ავტომობილების აწყობა დეკემბერამდე დაიწყება.

ამას გარდა, გერმანული ბანკის ინფორმაციით, ჩინური გიგანტი საერთაშორისო საწარმოო სივრცეების დამატების შესაძლებლობასაც განიხილავს. ადგილობრივი წარმოება კომპანიას ევროკავშირის 27%-იანი და ბრაზილიის 34%-იანი საიმპორტო ტარიფების თავიდან არიდებაში დაეხმარება. Citi-ის შეფასებით, ეს ნაბიჯი თითოეულ ავტომობილზე 40 000 იუანზე ($5 961) მეტ დანაზოგს უზრუნველყოფს და ახალი საწარმოო ხაზების გაშვების ხარჯებს დააბალანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • kursi.ge-ს დამფუძნებელი გიორგი აგლაძე: საცალო მომხმარებლებს და ბიზნესს 350 მილიონი ლარი დავუზოგეთრუსთავი 2
  • ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყოფორმულა
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE