მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის ეკონომიკური "ზრდის გეგმის" ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო.

თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება EU-მოლდოვის ასოცირების საბჭოს მეათე სხდომაზე გამოცხადდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ეს "ზრდის გეგმის" პროგრამის ფარგლებში მოლდოვისთვის რიგით მესამე გადარიცხვაა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ მოლდოვასთან უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.

" მოლდოვამ ამ თანხის მისაღებად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, შესაბამისად, დაფინანსება კონკრეტული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახლა კი ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ, რათა "ზრდის გეგმამ" რეალური და ხელშესახები ცვლილებები მოიტანოს.

ჩვენ უკვე გავხსენით მოლაპარაკებების ორი კლასტერი და უახლოეს მომავალში კიდევ ორის გახსნას ვგეგმავთ...

რეფორმები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. სასამართლო რეფორმა და კანონის უზენაესობის განმტკიცება ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ მოლდოვის ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე", - აღნიშნა კოსმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი

რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი

ფორმულა

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

ფორმულა

საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურა

საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურა

ფორმულა

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს

ფორმულა