მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

BM.GE10 ივლისი, 2026, 03:49|bm.ge

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულმა წარმატებამ მედიის ყურადღება უკვე 2030 წლის მუნდიალისკენ გადაიტანა. ამერიკული გამოცემა Front Office Sports-ის ინფორმაციით, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებების საწყისი ფასი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რომელიც Fox-მა 2026 წლის ტურნირის ტრანსლაციის უფლებისთვის გადაიხადა.შედარებისთვის, Fox-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ამერიკული მედია უფლებები დაახლოებით 485 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც დღევანდელი შეფასებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გარიგებად მიიჩნევა.2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარობის ზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. ტურნირი პირველად გაიმართა 48 ნაკრების მონაწილეობით, გაიზარდა მატჩების რაოდენობა, ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარების გამო თამაშები ამერიკელი მაყურებლისთვის ხელსაყრელ დროებში იმართებოდა, ხოლო მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა მაღალი სატელევიზიო რეიტინგები უზრუნველყვეს.საინტერესოა, რომ დამატებითი სარეკლამო შემოსავლების ზრდაში თავისი როლი ე.წ. ჰიდრატაციის შესვენებებმაც ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრების ნაწილი ამ პაუზებს აკრიტიკებდა, სწორედ ამ დროს მაუწყებლებს დამატებითი სარეკლამო ბლოკების განთავსების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც რეკლამის ნახვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი კონკურენციის პირობებში საბოლოო ღირებულებამ შესაძლოა 1.5-დან 2 მილიარდ დოლარამდე მიაღწიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ FIFA 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მედია უფლებებს ერთ პაკეტად გაყიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უფლება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების მიერ ბოდიშის მოხდაზე: რომც მოინდომონ და შეიკრიბონ, ბოდიშის უფლებას პატრონები არ მისცემენ, იმიტომ რომ მათი ბოდიში იმათ ბოდიშს ნიშნავს, ვინც მათ აფინანსებსიმედი
  • ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსინეტგაზეთი
  • "ჩვენს გარეშე არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური" - ემიგრანტები ხმის უფლების დაბრუნებას ითხოვენტვ პირველი
  • შეერთებული შტატები განდევნილია და მათ აღარ აქვთ უფლება, შემოვიდნენ სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და ჰორმუზის სრუტეში - ირანის არმიის სარდალირუსთავი 2
უფლება →

მსგავსი სტატიები

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

ერევნის აეროპორტში რეისების მიღება შეფერხებულია - მედია

BM.GE