მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 206-მეგავატიან ქარის სადგურს ივლისში დავასრულებთ - იორდანიშვილი
206-მეგავატიან ქარის სადგურს ივლისში დავასრულებთ - იორდანიშვილი

206-მეგავატიან ქარის სადგურს ივლისში დავასრულებთ - იორდანიშვილი

BM.GE28 აპრილი, 2026, 22:24|bm.ge

„206-მეგავატიან ქარის სადგურს ივლისში დავასრულებთ", - ამის შესახებ „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ს განუცხადა, პროექტს "ფერის" შემადგენლობაში არსებული კომპანია "ვინდ ფაუერი" ახორციელებს.

ახალი სადგური ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში შენდება და ის 33 ტურბინას მოიცავს. პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის ოდენობის სესხით აფინანსებს.

"სულ რაღაც სამიოდე თვე დაგვრჩა, სამ თვეში დავასრულებთ და ექსპლუატაციაში შევიყვანთ, რაც ძალიან კარგია, რადგან სისტემას დეფიციტურ პირობებში დაემატება ეს სიმძლავრე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტს.

გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, ჯამში 150 მეგავატი. აქედან ერთი უკვე სამშენებლო ეტაპზეა გადასული, ორი კი - კვლევის ფაზაშია. მათ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში დავამთავრებთ. „ფაიფლაინში“ ასევე გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომელთა შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს.

ამასთან, წელს ჩვენს ელექტროსისტემას 100 მეგავატი მზის სადგური დაემატება: მარნეულში შენდება 50 მეგავატი, პატარძეულში - 25 მეგავატი, ხოლო დანარჩენი ორ-ორ მეგავატიანი სადგურები კახეთსა და ქვემო ქართლში განაწილდება", - აცხადებს იორდანიშვილი.

დღეს საქართველოს ენერგოსისტემაში ჩართულია ორი ჯამში 40 მეგავატამდე სიმძლავრის ქარის სადგური. ზემო ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 19 მეგავატამდეა, ხოლო ქართლის ქარის სადგურის სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს.

სადგურის მშენებლობა სახელმწიფო ელექტროსისტემის თავმჯდომარემ, ვანო ზარდიაშვილმა მოინახულა, ახალი სადგური ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიმდებარედ შენდება:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE