მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. $2.2-მილიარდიანი ვაჭრობა, ინვესტიციები და გზავნილები - კობახიძე ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა
$2.2-მილიარდიანი ვაჭრობა, ინვესტიციები და გზავნილები - კობახიძე ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა

$2.2-მილიარდიანი ვაჭრობა, ინვესტიციები და გზავნილები - კობახიძე ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 02:00|bm.ge

ირაკლი კობახიძე ნიუ იორკში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

მთავრობის ადმინისტრაციამ დაწერა, რომ

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ

კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.

bm.ge დაინტერესდა, როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი

ვაჭრობა

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 12.2%-ით 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

აქედან იმპორტი 1.9 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 7% ზრდაა. თურქეთი კი იმპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს ბაზრის 15.3%-იანი წილით.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 70.3 მლნ აშშ დოლარი, 137 282 ტონა; • მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - 62 მლნ აშშ დოლარი, 1 104 ტონა; • ფეროშენადნობები - 36.5 მლნ აშშ დოლარი, 31 320 ტონა; • სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 22.1 მლნ აშშ დოლარი, 1 882 ტონა; • ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 17.3 მლნ აშშ დოლარი, 5 977 ტონა.

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 171.3 მლნ აშშ დოლარი, 139 747 ტონა; • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 118.9 მლნ აშშ დოლარი, 4 645 ტონა; • წნელები რკინის ან არალეგირებული ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 86.6 მლნ აშშ დოლარი, 143 940 ტონა; • შავი ლითონების უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 45.3 მლნ აშშ დოლარი, 59 299 ტონა; • მსუბუქი ავტომობილები - 40.3 მლნ აშშ დოლარი, 1 223 ცალი.

FDI

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 500 000 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. პირველ კვარტალში კი მხოლოდ 75.5 ათასი აშშ დოლარის.

რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, თურქეთიდან FDI მნიშვნელოვნად ცვალებადია, თუმცა ბოლო წლებში, წლიურ მაჩვენებლებში ძირითადად პოზიტიურ ნიშნულზე რჩებოდა. კერძოდ, 2025 წელს თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებმა 180.7 მილიონი დოლარი შეადგინა, 2024 წელს – 110.2 მილიონი დოლარი, ხოლო 2023 წელს – 107.1 მილიონი დოლარი. 2022 წელს მაჩვენებელი 56 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო 2021 წელს – 96.9 მილიონ დოლარს.

ტურიზმი

ტურისტების რაოდენობით თურქეთი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს თურქეთის 287 012 მოქალაქე სტუმრობდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით კლება 6.9%-ია.

ფულადი გზავნილები

მიმდინარე წელს 8 თვეში საქართველოში თურქეთიდან 89.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია

• 2025 წელი - 113.08 მლნ აშშ დოლარი; • 2024 წელი - 101.4 მლნ აშშ დოლარი; • 2023 წელი - 114.09 მლნ აშშ დოლარი; • 2022 წელი - 101 მლნ აშშ დოლარი; • 2021 წელი - 104.4 მლნ აშშ დოლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებიიმედი
  • კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგულიფორმულა
  • ღარიბაშვილი მდინარაძე-კობახიძის ჯგუფმა იმსხვერპლა - ინაშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება - ლევან ჟორჟოლიანირუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

BM.GE

ენერგეტიკული ბირჟა 1.5 მილიონ ევროდ ბირჟის ტექნიკურ და IT სერვისს ყიდულობს

ენერგეტიკული ბირჟა 1.5 მილიონ ევროდ ბირჟის ტექნიკურ და IT სერვისს ყიდულობს

BM.GE

ჯეიდი ვენსმა უკრაინის ომს ყველაზე რთულად მოსაგვარებელი კონფლიქტი უწოდა

ჯეიდი ვენსმა უკრაინის ომს ყველაზე რთულად მოსაგვარებელი კონფლიქტი უწოდა

BM.GE

ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა

BM.GE