
23 სექტემბრიდან ირანული ავიაკომპანიები აშშ-ში ფრენებს შეწყვეტენ - სკოტ ბესენტი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ამბობს, რომ ირანული ავიაკომპანიები 23 სექტემბრიდან ფრენებს გააჩერებენ.
CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბესენტმა თქვა, რომ სანქცირებული კომპანიები ვერ მიიღებენ ვერც საწვავს და ვერც სხვადასხვა სახის საავიაციო მომსახურებას.
8 სექტემბერს აშშ-მა ირანულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ 27 ავიაკომპანიას შორის 5 საქართველოდანაც ასრულებდა ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სანქციების შესაბამისად ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა შეეზღუდებათ.
21 სექტემბრიდან საქართველოდან ფრენების შეწყვიტეს ირანულმა ავიაკომპანიებმა, ბოლო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 სექტემბერს.
"ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კითხვას.
ირანული ავიაკომოანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:
• Air Shiraz • Asa Jet Airline • Ata Airlines Company • Atlas Aviation Group • Ava Airlines • Chabahar Airlines Company • Erwan Airline Company • Fly Kish Airlines • Fly Persia Airlines • Iran Air Tour • Iran Aseman Airlines • Jsky Airlines • Kish Airlines • Karun Airlines Company • Lad Airways • Mehr Airways • Nasim Air • Pars Oghyanous Kish Company • Qeshm Air • Raimon Airways • Saha Airlines • Sepehran Airlines • Soroush Air • Taban Airlines • Toos Airlines • Varesh Airlines • Zagros Airlines
BM.GE
წყარო: bm.ge