მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი
სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 19:25|bm.ge

წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა. ამის შესახებ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც სააგენტოს 2026 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი განმარტებით, წლის ჭრილში დაგეგმილი იყო 40 მილიონი ლარის მიღება, 9 თვეში კი უკვე 41 მილიონი ლარის შემოსავლებია მიღებული, რაც მისი განმარტებით ტყის კოდექსში შესულ ცვლილებებს უკავშირდება.

"2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო შემდეგნაირად: სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხვედრითი წილი იყო 21 მილიონი ლარი, საკუთარი სახსრები - 77 მილიონი ლარი, ხოლო საკუთარი დაგეგმილი შემოსავლები იყო 40 მილიონი ლარი. ამ დროისათვის ბიუჯეტის ათვისება ჩვენს მიერ არის დაახლოებით საშუალოდ 95%. სახელმწიფო ბიუჯეტის არის 93% ცხრა თვის ანგარიშით, ხოლო 99% არის საკუთარი სახსრების ათვისება.

რაც შეეხება საკუთარ შემოსავლებს, დღეის მდგომარეობით ცხრა თვის ჭრილში არის 131%-იანი გადაჭარბებით. დაგეგმილი იყო წლიურ ჭრილში 40 მილიონი ლარი, ხოლო ცხრა თვეში, უკვე 41 მილიონი ლარი არის შემოსული. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმან, რომ 2026 წელს განხორციელდა სატყეო რეფორმა, ტყის კოდექსში შევიდა ცვლილება, სამეურნეო ჭრების დამზადების წესი შეიცვალა, ასევე მოხდა მისი გადაანგარიშებაც და ჩვენ გაცილებით ნაკლები სამეურნეო ჭრებით, ტყეზე ნაკლები ზეწოლით მივიღეთ გაცილებით მეტი შემოსავალი და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი სააგენტოსთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი სახსრებისა და სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჩვენ გვაქვს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობაც. 2021 წელს კლიმატის მწვანე ფონდსა, საქართველოს მთავრობას, გერმანიის მთავრობასა და შვეიცარიის მთავრობას შორის გაფორმდა მემორანდუმი. სააგენტოს საგრანტო თანხა არის 14.5 მილიონი ევრო. აქტიურად მიმდინარეობს ამ თანხებით სატყეო საქმიანობის განხორციელება. 2027-2029 წლის განმავლობაში აღნიშნული თანხების მიმართვა იგეგმება ძირითადად ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის, ტყის მდგრადი მართვისთვის და ტექნიკის შესაძენად, და ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი სატყეო სააგენტოსთვის", - ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE