მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება

24 და 25 ოქტომბერს „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

24 და 25 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების საინფორმაციო სემინარები.

„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფ-მზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

როგორც BM.GE-ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში უთხრეს, ფესტივალზე 59 000 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ორგანიზებაში გასტრონომიის ეროვნული სააგენტო ჩართული არაა. შეგახსენებთ, სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 2026 წლის 20 ივლისიდან ფუნქციონირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

"ბოლო სამი თვის განმავლობაში კოლოსალურადაა გაზრდილი უკმაყოფილო დევნილების რაოდენობა" - ნანა გოგოხია

BM.GE

Roblox, TikTok და მესენჯერები: ნორვეგიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები შეიზღუდება

Roblox, TikTok და მესენჯერები: ნორვეგიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები შეიზღუდება

BM.GE

ბრიტანეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ბრიტანეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE

ლარი ელისონმა საკუთარი შვილის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო

ლარი ელისონმა საკუთარი შვილის მიერ Warner Bros. Discovery-ის შესყიდვის დასაფინანსებლად მრავალმილიარდიანი სესხები აიღო

BM.GE