მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება - განრიგი და ალტერნატიული მარშრუტები
25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება - განრიგი და ალტერნატიული მარშრუტები

25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება - განრიგი და ალტერნატიული მარშრუტები

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 16:28|bm.ge

უეფა-ს ერთა ლიგის შესარჩევი მატჩების პერიოდში, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

საგზაო მოძრაობის შეზღუდვები 25 და 28 სექტემბერს შემდეგი განრიგით დაწესდება:

25 სექტემბერი:

• 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე. • 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.

28 სექტემბერი:

• 09:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე. • 15:00 საათიდან შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირის მონაკვეთი (სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე), ასევე ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩები.

შეზღუდვების მოქმედების პერიოდში მსუბუქ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე, ასევე თამარ მეფის გამზირზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით, რის შემდეგაც გმირთა მოედნიდან ჩვეულ დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE