მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს
აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 21:26|bm.ge

აშშ-ის სამხედრო უწყების ინფორმაციით, შეერთებული შტატები ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 20 მილიონ დოლარამდე ფულად ჯილდოსა და "შესაძლო გადასახლებას" (სხვა ქვეყანაში უსაფრთხო გადაყვანას) აწესებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა "ჯილდო სამართლიანობისთვის" ანაზღაურებას სთავაზობს პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება ბირთვული პროგრამის "ობიექტების, აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული პერსონალის - მათ შორის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების - ან რომელიმე მათგანის გადაადგილების შესახებ".

პროგრამა "Rewards for Justice" 1984 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ფულადი ჯილდოს გაცემაა იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: "რეჟიმის მხრიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წინაშე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ განაპირობა ის, რომ სააგენტომ დაკარგა უწყვეტი მონაცემები ირანის მიერ ისეთი საკვანძო კომპონენტების წარმოებასა და მარაგებზე, როგორიცაა ცენტრიფუგები".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები "მიწასთან გაასწორეს".

"ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. მათ ეს არასდროს ექნებათ. ახლოსაც კი ვერ მივლენ", - განაცხადა ტრამპმა პარასკევს, ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში გამოსვლისას.

თეირანის ბირთვული ამბიციები საკვანძო საკითხია ირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც თებერვლის ბოლოს, ქვეყანაზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE

მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

მაღაზიების ძარცვასთან დაკავშირებით თბილისში 4 არასრულწლოვანი დააკავეს

BM.GE