მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 25 ივნისს, მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
25 ივნისს, მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

25 ივნისს, მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

BM.GE18 ივნისი, 2026, 10:20|bm.ge

25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება, რომლისთვისაც რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. მათ შორის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 409 553 ლარს დახარჯავს ღონისძიების ორგანიზებაში. ხოლო სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - ჯამში 166 611 ლარს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ღონისძიებას დაესწრებიან ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საზღვაო სექტორის ლიდერები, დარგის ექსპერტები და ადგილობრივი პარტნიორები. მათი განმარტებით, ღონისძიების მიზანია გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაში მეზღვაურთა უდიდესი წვლილის დაფასება, ქართველი მეზღვაურების პროფესიული საქმიანობის აღიარება, საზღვაო სფეროს პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლება.

"ფართო საზოგადოებაში საზღვაო სფეროს პოპულარიზაცია ხელს უწყობს საზღვაო მიმართულების ბიზნესსა და საგანმანათლებლო სივრცეში ახალი ადამიანური რესურსის მოზიდვას, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, - წერია განმარტებაში.

პარალელურად, ორი გამარტივებული შესყიდვა აქვს გამოცხადებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, რომელიც შპს მოზაიკას უფორმებს ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მოეწყოს საბავშვო ზონა, საინფორმაციო ზონა, ასევე, იგეგმება ფრანების აქტივობა, უნდა დამზადდეს მეზღვაურების დროშები, ოკეანეების რუკა და ა.შ. ამ მომსახურებაში გათვალისწინებულია 141 611.8 ლარის დახარჯვა. ხოლო მეორე გამარტივებული შესყიდვით, ღონისძიებაზე 25 000 ლარად უნდა იმღეროს მუსიკალურმა ბენდმა SALIO-მ, სადაც წამყვან სოლისტად/შემსრულებლად მონაწილეობს მუსიკოსი სალომე კორკოტაშვილი.

ცნობისთვის, როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ ასობით გემზე არიან დასაქმებულნი და უშუალოდ მონაწილეობენ გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო ლოჯისტიკურ პროცესების უზრუნველყოფაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

BM.GE

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

BM.GE