
25 მაისის ღონისძიებების ანონსი
25 მაისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:45 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი თემებია:
• კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა II მოსმენით; • კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა II მოსმენით; • კანონის პროექტის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის თანამდევი საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა II მოსმენით;
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ცხოვრების დონის მაჩვენებლებს (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები, სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტები), (2025 წელი)
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემებს საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსს (2026 წლის I კვარტალი)
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას (2026 წლის I კვარტალი)
12:00 საათზე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. განსახილველი თემებია:
• „2027 წლის 12 ივნისს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება • „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და მის თანმდევი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“